მეორე მიწისძვრა ერთ დღეს - საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან კვლავ ბიძგები დაფიქსირდა

CC BY-SA 3.0 / Yamaguchi先生 / Kinemetrics seismographსეისმოგრაფი
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2022
გამოწერა
პირველი მიწისძვრის დროს ბიძგები 03:48 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 38 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრიდან 2 კილომეტრში 4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, აღნიშნულია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
მიწისძვრა იმ ადგილზე დაფიქსირდა, სადაც მინგეჩაურის წყალსაცავს მდინარე იორი უერთდება.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 10:39 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 25 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
ეს დღეს საქართველო–აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარი მეორე მიწისძვრაა. პირველად ამავე უბანზე ბიძგები 03:48 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 38 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
საქართველო საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი – 7-ბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრა 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.
ყველა ახალი ამბავი
0