საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

CC BY 2.0 / altemark / OSCILLOSCOPE 100MHZმიწისძვრის მაგნიტუდა
მიწისძვრის მაგნიტუდა - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2022
გამოწერა
ბიძგები თბილისის დროით 03:48 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 38 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრიდან 8 კილომეტრში 4,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, აღნიშნულია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
მიწისძვრა მოხდა იმ ადგილზე, სადაც მინგეჩაურის წყალსაცავს მდინარე ალაზანი უერთდება.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 03:48 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 38 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.
ყველა ახალი ამბავი
0