ამოიცანით ფსიქოპათები და ისტერიული ტიპები: გარეგნული ნიშნები და ჩაცმულობა

© Pixabay / geralt
  - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2022
გამოწერა
ადამიანებს ყოველდღიურად გვიწევს ურთიერთობა მეზობლებთან, მეგობრებთან თუ თანამშრომლებთან. დიდი ალბათობით, მათ შორის აუცილებლად იქნება თუნდაც ერთი ისეთი ნაცნობი, რომელთან შეხვედრისას (ან მიმოწერისას) მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობთ — დიალოგის მალე დასრულებაზე.
საქმე ისაა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობა, მათი ბუნებიდან და თვისებებიდან გამომდინარე, საკმაოდ რთულია. ეს განსაკუთრებით ეხებათ ისტერიისა და ფსიქოპათიისკენ მიდრეკილ ადამიანებს, რომელთა ამოსაცნობ გარეგნულ ნიშნებს აქვე გთავაზობთ.
არ გამოტოვოთ: მეცნიერებმა ფსიქოპათის ამოსაცნობი უნიკალური ნიშანი დაადგინეს
ეს ნიშნები, რომლებიც ავსტრიელი ფსიქოლოგის ალფრედ ლენგლეს დაკვირვებებს ეყრდნობა, დაგეხმარებათ წინასწარ განსაზღვროთ, არის თუ არა ადამიანი ისტერიული ან ფსიქოპათი და ღირს თუ არა მასთან ნაცნობობის გაბმა.

ისტერული ტიპის გარეგნული ნიშნები

ბრბოსგან გამორჩევის სურვილი — ეს ერთ-ერთი უპირველესია, რაც ისტერიკულ ადამიანს ახასიათებს. ასეთი ტიპი ცდილობს იყოს თეატრალურად ელვარე და ექსტრავაგანტური. ხშირად მიდრეკილია დრამატიზმისკენ, ქცევის თეატრალურობისკენ, ემოციების გამოხატვის გაზვიადებისკენ, რაც გარეგნულად გამორჩევის სურვილში აისახება.
ასე რომ, თუ გამომწვევად, ელვარე ფერის სამოსში გამოწყობილ, საზეიმოდ აღკაზმულ, მკვეთრი მაკიაჟის მქონე ქალს ხედავთ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენ წინაშე ტიპიური „ისტერიჩკაა“. ეს შეიძლება იყოს როგორც მოზარდი, ისე ზრდასრული ადამიანი.
ხაზგასმული სექსუალურობა — უყვართ მჭიდროდ შემოსალტული სამოსი, ზედმეტად ღრმა დეკოლტე, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. ამ დროს შესაძლოა საერთოდ არ ჰქონდეთ ძლიერი სექსუალური ლტოლვა, ვინაიდან ისტერიულ ადამიანებს ხშირად აწუხებთ ფსიქოსექსუალური დისფუნქციები. მათთვის მთავარია, რომ გარეგნობითა თუ ქცევით მიიქციონ ყურადღება.
არ გამოტოვოთ: ფსიქოლოგიური ტესტი - ხართ თუ არა ფსიქოპათი
ასეთი ტიპი გამოირჩევა ხმამაღალი ლაპარაკით, საუბრისას ხშირად იყენებს მყვირალა ფრაზებსა და ციტატებს. საზოგადოების ყურადღების მიქცევის მიზნით აფრქვევს ემოციებს.
უჭირთ ურთიერთობების დამყარება, ვინაიდან ვერ გარკვეულან, რა სჭირდებათ. უბრალოდ მათთვის აუცილებელია ხალხში ტრიალი, რათა საკუთარი არსებობის მნიშვნელობა დაამტკიცონ.

ფსიქოპათის ნიშნები

ფსიქოპათები სრულიად მოკლებული არიან თანაგრძნობასა და ემპათიას. არ გააჩნიათ ახლობლებთან გულწრფელი მიჯაჭვულობის უნარი, რაც ხელს უშლის მათ საზოგადოებასთან მტკიცე, სანდო ურთიერთობების დამყარებაში.
გამომდინარე იქიდან, რომ საკუთარი თავს სხვებზე უპირატესად აღიქვამენ, მათი სოციუმთან ურთიერთობის მთავარი მიზანი საკუთარი სუპერიდეის მიღწევა და პირადი სარგებლის მიღებაა. ამ ტიპის პიროვნება კავშირებს მანიპულაციისა და ეშმაკური სქემების მეშვეობით ამყარებს.
ეჭვგარეშეა, მოჩვენებითი სიდიადე და გამორჩეული ქცევა ადრე თუ გვიან აშკარა ხდება სხვებისთვის, მაგრამ ამ დრომდე ფსიქოპატს შეუძლია სერიოზულად გაუფუჭოს მათ ცხოვრება. ის მშვენივრად მანიპულირებს სხვების გრძნობებით, რისთვისაც თავს მსხვერპლად წარმოაჩენს ან „გულწრფელ“ თანაგრძნობას გამოხატავს.
რაც შეეხება გარეგნობას, ფსიქოპათები ხშირად ზრუნავენ საკუთარ თავზე და ჩაცმულობაზე მანიაკალური დაჟინებით, არ უშვებენ არცერთ ხარვეზს გარეგნობაში. იმისათვის, რომ ირგვლივ მყოფებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინონ, მათი გული მოიგონ და „თვალებში ნაცარი შეაყარონ“, ისინი სკრუპულოზურად ირჩევენ სამოსს და ცდილობენ შეინარჩუნონ სუპერადამიანის იმიჯი.
ისტერიული ტიპისგან განსხვავებით, ფსიქოპათი არასდროს იცვამს მყვირალა, ეპატაჟურ სამოსს. პირიქით, ისინი ძალიან ელეგანტური სტილის მიმდევრები არიან და საზოგადოებაში თავით ფეხამდე უზადოდ მოვლილები, წინასწარ გააზრებული იმიჯით ჩნდებიან.
გარეგნობა მათთვის სხვებზე გავლენის მოხდენის საშუალებაა. ფსიქოპათებს კარგად აქვთ გაცნობიერებული და ყველა ღონეს ხმარობენ სტატუსის შესანარჩუნებლად.
ყველა ახალი ამბავი
0