თბილისის ცენტრში ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრეები შეიკრიბნენ - ვიდეო

გამოწერა
თბილისისა და რეგიონების მკვიდრები პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეიკრიბნენ, სადაც მთავრობის გადადგომა და ევროკავშირის მიერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პირობების შესრულება მითხოვეს
„სახალხო მოძრაობამ“, რომლის სათავეშიც დგას ახალგაზრდული მოძრაობა „სირცხვილია“, 24 ივნისის მრავალათასიან აქციაზე წამოაყენა მთავრობის გადადგომისა და ახალი ტექნოკრატიული მინისტრთა კაბინეტის შექმნის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში მოძრაობა 3 ივლისიდან უწყვეტი აქციების რეჟიმსი გადავივოდა.
აქციის მონაწილეებმა მოძრაობა გადაკეტეს რუსთაველის გამზირზე. აქციის ორგანიზატორებმა აქციის დაწყებამდე განაცხადეს, რომ მონაწილეთა ნაწილი პარლამენტთან მთელი ღამით დარჩებოდა. აქციის ორგანიზატორები მთელი კვირის განმავლობაში დადიოდნენ რეგიონებში და მოსახლეობას 3 ივლისის აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0