https://sputnik-georgia.com/20220728/batumi-discount-card-turistebs-pasdaklebebs-stavazobs-268971807.html
Batumi Discount Card-ი ტურისტებს 40%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს
Batumi Discount Card-ი ტურისტებს 40%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს
Sputnik საქართველო
აღნიშნული ბარათის შექმნის მიზანი ტურისტებისთვის აჭარაში მოგზაურობის გამარტივება და მათი წახალისებაა. 28.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-28T20:50+0400
2022-07-28T20:50+0400
2022-07-29T23:13+0400
საქართველო
საქართველოს რეგიონები
ბათუმი
ტურიზმი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1a/268891680_0:192:1920:1272_1920x0_80_0_0_7aa040ddb1335afefb81cebc75bf8c4f.jpg
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. აჭარაში დასვენებისას ტურისტებს განახლებული ფასდაკლებების ბარათით – Batumi Discount Card-ით შეუძლიათ ისარგებლონ, ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განცხადებაში.უწყების ცნობით, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, იახტკლუბი, კინოთეატრი „აპოლო“, ჯომარდობა და ზიპლაინი, გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი, „ეშმაკის ბორბალი“, საბაგირო გზა „არგო“ – იმ 50-მდე ტურისტულ ობიექტს შორისაა, სადაც ტურისტებს Batumi Discount Card-ით 40%-მდე ფასდაკლების მიღება შეუძლიათ.ფასდაკლების ბარათი Batumi Discount Card არის ერთიანი ფასდაკლების ვაუჩერი, რომელშიც თავმოყრილია აჭარის რეგიონში არსებული საინტერესო ტურისტული ობიექტები, რომლებიც ტურისტებს 10-40%-მდე ფასდაკლებას სთავაზობენ. გარდა ამისა, ბარათი შეიცავს მუნიციპალური ტრანსპორტის 10 მგზავრობას, უფასო სიმბარათს 1 GB ინტერნეტით ანგარიშზე, ბათუმის ტურისტულ რუკებსა და გზამკვლევებს. Batumi Discount Card-ის შექმნის მიზანი ტურისტებისთვის აჭარაში მოგზაურობის გამარტივება და მათი წახალისებაა – მოინახულონ უფრო მეტი ტურისტული ობიექტები რეგიონში დასვენებისას. ბარათის გამოყენების, ფასდაკლებებისა და პროექტში მონაწილე ტურისტული ობიექტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ვებ-პორტალზე.ფასდაკლებების ბარათების შეძენა როგორც ონლაინ ვებ-გვერდზე, ისე ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებშია შესაძლებელი. ბარათის განახლება ყოველწლიურად ხდება, მას ემატება ახალი ობიექტები და სერვისები, იხვეწება ტურისტულ ობიექტებთან თანამშრომლობის პირობები, რაც მას კიდევ უფრო საინტერესოსა და პოპულარულს ხდის, აღნიშნავენ ტურიზმის დეპარტამენტში.
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1a/268891680_477:227:1870:1272_1920x0_80_0_0_34de7bc674edcc4a2761921f3a2f9b04.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს რეგიონები, ბათუმი , ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს რეგიონები, ბათუმი , ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
Batumi Discount Card-ი ტურისტებს 40%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს
20:50 28.07.2022 (განახლებულია: 23:13 29.07.2022) აღნიშნული ბარათის შექმნის მიზანი ტურისტებისთვის აჭარაში მოგზაურობის გამარტივება და მათი წახალისებაა.
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. აჭარაში დასვენებისას ტურისტებს განახლებული ფასდაკლებების ბარათით – Batumi Discount Card-ით შეუძლიათ ისარგებლონ, ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, იახტკლუბი, კინოთეატრი „აპოლო“, ჯომარდობა და ზიპლაინი, გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი, „ეშმაკის ბორბალი“, საბაგირო გზა „არგო“ – იმ 50-მდე ტურისტულ ობიექტს შორისაა, სადაც ტურისტებს Batumi Discount Card-ით 40%-მდე ფასდაკლების მიღება შეუძლიათ.
ფასდაკლების ბარათი Batumi Discount Card არის ერთიანი ფასდაკლების ვაუჩერი, რომელშიც თავმოყრილია აჭარის რეგიონში არსებული საინტერესო ტურისტული ობიექტები, რომლებიც ტურისტებს 10-40%-მდე ფასდაკლებას სთავაზობენ. გარდა ამისა, ბარათი შეიცავს მუნიციპალური ტრანსპორტის 10 მგზავრობას, უფასო სიმბარათს 1 GB ინტერნეტით ანგარიშზე, ბათუმის ტურისტულ რუკებსა და გზამკვლევებს.
Batumi Discount Card-ის შექმნის მიზანი ტურისტებისთვის აჭარაში მოგზაურობის გამარტივება და მათი წახალისებაა – მოინახულონ უფრო მეტი ტურისტული ობიექტები რეგიონში დასვენებისას. ბარათის გამოყენების, ფასდაკლებებისა და პროექტში მონაწილე ტურისტული ობიექტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია
ვებ-პორტალზე.
ფასდაკლებების ბარათების შეძენა როგორც ონლაინ ვებ-გვერდზე, ისე ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებშია შესაძლებელი. ბარათის განახლება ყოველწლიურად ხდება, მას ემატება ახალი ობიექტები და სერვისები, იხვეწება ტურისტულ ობიექტებთან თანამშრომლობის პირობები, რაც მას კიდევ უფრო საინტერესოსა და პოპულარულს ხდის, აღნიშნავენ ტურიზმის დეპარტამენტში.