მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბაიდენი საუდის არაბეთში განზრახ დააინფიცირეს? ჯონ კირბიმ კომენტარი გააკეთა

  - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2022
გამოწერა
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ვარაუდები იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საუდის არაბეთში ვიზიტისას განზრახ დააინფიცირეს კორონავირუსით, აბსურდულია, განაცხადა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ თეთრი სახლის პრეს-მდივანთან კარინ ჟან-პიერთან ერთობლივ ბრიფინგზე.
ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კირბის ჰკითხა: პრეზიდენტს კორონავირუსის სიმპტომები საუდის არაბეთიდან დაბრუნებიდან ოთხი დღის შემდეგ გამოუვლინდა, გამორიცხავს თუ არა აშშ-ის მთავრობა იმის შესაძლებლობას, რომ საუდის არაბეთის მთავრობამ ამერიკის პრეზიდენტი მიზანმიმართულად დააინფიცირა?
ამაზე პასუხად პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არ აქვს უფლებამოსილება, ისაუბროს პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე, თუმცა მსგავსი მოსაზრება აბსურდულად მიაჩნია.

„წარმოდგენა არ მაქვს, საიდან მოდის ასეთი იდეა და რატომ აირჩიეთ შეკითხვის ასეთი ფორმულირება. მაგრამ მოსაზრება, რომ სხვა სახელმწიფომ სპეციალურად სცადა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვირუსით დაინფიცირება, უბრალოდ სასაცილოა, უბრალოდ აბსოლუტური სისულელეა“, — უპასუხა კირბიმ ჟურნალისტს შეკითხვაზე.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კორონავირუსით დაინფიცირდა, თეთრმა სახლმა 21 ივლისს გაავრცელა. მანამდე ის საუდის არაბეთში იმყოფებოდა ვიზიტით, საიდანაც 17 ივლისს დაბრუნდა.
წყარო: White House
ყველა ახალი ამბავი
0