მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ-ში მესამე ლიდერი პარტია იქმნება: გაირკვა შემადგენლობა და მიზნები

© AP Photo / Andrew Harnik
  - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2022
გამოწერა
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. აშშ-ის რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების ყოფილი წარმომადგენლები ქვეყანაში ახალ, მესამე ლიდერ პარტიას ქმნიან, რომელიც კონკურენციას გაუწევს დღევანდელ პოლიტიკურ ძალებს, იუწყება Reuters-ი პარტიის დამფუძნებლებზე დაყრდნობით.
ახალი პარტიის თავმჯდომარეები, რომელსაც სახელად Forward დაერქმევა, ყოფილი დემოკრატი პრეზიდენტობის კანდიდატი ენდრიუ იანგი და ნიუ-ჯერსის ყოფილი გუბერნატორი კრისტინ ტოდ უიტმანი იქნებიან. მათ იმედი აქვთ, რომ ახალი გაერთიანება აშშ-ში დომინანტი რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების ეფექტური ალტერნატივა გახდება.
უკვე მიმდინარე წლის შემოდგომაზე ახალი პოლიტიკური ძალის ლიდერები საზოგადოების მხარდაჭერის მოსაპოვებლად ღონისძიებების სერიას ორ ათეულ ქალაქში გამართავენ. ოფიციალური გახსნა ჰიუსტონში 24 სექტემბერს გაიმართება, ხოლო პარტიის პირველი ეროვნული კონგრესი მომავალ ზაფხულს იგეგმება.
პარტიის საწყისი ბიუჯეტი 5 მილიონი დოლარია. ახალი პოლიტიკური ძალა აპირებს 2024 წელს დაასრულოს რეგისტრაცია და მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში 50-ვე შტატში.
როგორც Reuters-ი აღნიშნავს, ჯერჯერობით უცნობია, მოახდენს თუ არა ეს ინიციატივა გავლენას აშშ-ის ორპარტიულ პოლიტიკურ სისტემაზე, და დაუჭერენ თუ არა ამერიკელები ამ იდეას მხარს.
სულ შეერთებულ შტატებში 40-მდე ეროვნული პარტია არსებობს, თუმცა უკვე საუკუნე-ნახევარზე მეტია, რაც მთელი პოლიტიკური ველი დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს უკავიათ. ე.წ. მცირე პარტიებიდან ყველაზე გამორჩეულია მწვანეთა პარტია, კონსტიტუციური პარტია და ლიბერტარიანული პარტია.
წყარო: Reuters
ყველა ახალი ამბავი
0