მოსაზრება: ხერსონისთვის ბრძოლაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს განადგურება ემუქრება

© photo: Sputnik / Ministry of Defense of Russia
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა წინასწარ განწირულ ავანტიურას წააგავს, თუმცა უკრაინის გენერალური შტაბი დასავლეთის მოთხოვნით ხერსონის მიმართულებით ძალებისა და საშუალებების მობილიზებას ეწევა. ეს გადაწყვეტილება ნიკოლაევსა და ოდესას დემილიტარიზაციის პრიორიტეტულ სამიზნედ აქცევს, ფიქრობს სამხედრო მიმომხილველი ალექსანდრ ხროლენკო.
დასავლეთი კიევისგან ითხოვს შეუძლებელს – კონტრშეტევას ერთ-ერთი მიმართულებით – დონბასის ან შავიზღვისპირა რეგიონისკენ, იმისდა მიუხედავად, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები საჰაერო სივრცეშიც და ზღვაზეც აბსოლუტურ უპირატესობას ფლობენ.
აშშ და ნატო ადრე თუ გვიან სტრატეგიას შეცვლიან. წყალწაღებული ხავსს ეჭიდება და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ივლისის ბოლოს ხერსონზე კონტრშეტევის შესახებ გამოაცხადა. ამასთან, შეცვალა სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობა, ძალოვანი ბლოკის რამდენიმე საკვანძო ფიგურა.
ხერსონის ოლქზე სარაკეტო-საარტილერიო დარტყმები ხორციელდება ამერიკული ჰაუბიცებით M777 და HIMARS-ებით. ალექსეი არესტოვიჩმა პირდაპირ განაცხადა, რომ ხერსონის აღებისას უკრაინის შეიარაღებული ძალები დახვრეტენ პრორუსულად განწყობილ მოსახლეობას.

შესაძლებლობების ბალანსი

დასავლეთი კიევს კონტრშეტევისკენ უბიძგებს, რაც რუსეთთან ომის ახალი ეტაპი უნდა გახდეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი საუბრობს გარდაუვალ უზარმაზარ დანაკარგებზე ხერსონის მიმართულებით კონტრშეტევისას.
კონტრშეტევისთვის კიევი აშშ-ის და ნატოსგან ითხოვს ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემის ათობით დანადგარს HIMARS-ს, სხვა მძიმე შეიარაღებას.
მოწოდებული საარტილერიო და სხვა დამრტყმელი სისტემების რაოდენობა ვერ ანაზღაურებს უკრაინული ჯარის დანაკარგს.
ხერსონთან რუსეთის შეიარაღებული ძალების დამატებითი დანაყოფების გადასროლა უკრაინის გენერალური შტაბის ძალისხმევას აბათილებს. ამონარიდი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გუშინდელი განცხადებიდან: „განადგურებულია უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ორი სადესანტო კატარღა ბორტზე მყოფ დივერსანტებთან ერთად“.
დემილიტარიზაცია გრძელდება ოდესაში, ნიკოლაევში, ხარკოვში, კრამატორსკში და უკრაინის დასავლეთ რეგიონებში.
ხერსონზე კონტრშეტევის ნაცვლად უკრაინის ჯარი შეიძლება გადაისროლონ ნიკოლაევისა და ოდესისკენ. დაბლობი რუსული საჯარისო და ტაქტიკური ავიაციის, არტილერიის, სატანკო ნაწილების ეფექტურად გამოყენების საშუალებას იძლევა. ხერსონის ოლქში შემთხვევით არ შეუქმნიათ უკრაინელი მოხალისეებისგან ოდესის ბრიგადა, რომელიც „ზღვის მარგალიტის“ გათავისუფლებისთვის ემზადება.
უკრაინული მასმედია ბრიტანულ დაზვერვა MI-6-ზე დაყრდნობით ავრცელებს სავსებით ნათელ პროგნოზებს ხერსონში რუსეთის შეიარაღებული ძალების მცურავი საშუალებების გადასროლის შესახებ, რომლებმაც დნეპრის გზით მომარაგება უნდა უზრუნველყონ, თუ ხიდები განადგურდება: „კრემლში დასახულია ქალაქის ნებისმიერ ფასად შენარჩუნების ამოცანა“. კიევში უკრაინის შეიარაღებული ძალების შემტევი შესაძლებლობები მეტისმეტად გაზვიადებულია.
დნეპრის ხიდების განადგურებით უკრაინის გენერალური შტაბი ცდილობს უკრაინისგან მთელი ხერსონის ოლქის მოწყვეტას, ნიკოლაევსა და ოდესაზე რუსული ჯარის თავდასხმის საფრთხის განეიტრალებას. სინამდვილეში კიევი ჭრის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზებს. ამასობაში უკრაინაში ხალხი დაიღალა ომისგან, დაისადგურა მიმდინარე მოვლენების მიმართ აპათიამ, უკმაყოფილებამ მთავრობისა და ზელენსკის მიმართ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფების საბრძოლო მზადყოფნა იკლებს უკლებლივ ყველას მობილიზაციის გამო. წვევამდელების მაქსიმალური ასაკობრივი ზღვარი 60-დან 70 წლამდეა. The New York Times-ც კი აღნიშნავს უკრაინელების უკმაყოფილებას ასეთი თვითნებობით.
ამასთან, კიევს ფული ელევა. სამხედრო ხარჯის ზრდის გამო უკრაინის ფინანსური რესურსი შემოდგომაზე იწურება, საზღვარგარეთიდან ფინანსური დახმარება კი არასაკმარისია – დაპირებული 38 მლრდ დოლარის ნაცვლად გადმორიცხულია მხოლოდ 12,7 მლრდ დოლარი.
ამ ფონზე უკრაინელი მებრძოლები უკვე საუბრობენ შემოდგომაზე რუსული ჯარის მასშტაბურ შეტევაზე და კიევის შტურმზე. სწორედ ამ დროისათვის, ენერგეტიკული და გაზის კრიზისის პირობებში, ევროკავშირი და ნატო მომწიფდებიან იმისთვის, რომ გაიაზრონ მრავალპოლარული სამყაროს რეალობები და რუსეთის ადგილი საერთაშორისო უსაფრთხოების ახალ სისტემაში.
რედაქცია შესაძლოა კატეგორიულად არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0