წყალმომარაგება შეწყდება: GWP მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov / გადასვლა მედიაბანკშიონკანი
ონკანი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. ჩუღურეთის, ნაძალადევისა და ისნის რაიონების მოსახლეობას წყალმომარაგება 28 ივლისის 14:00 საათიდან 29 ივლისის 20:00 საათამდე შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
GWP-ს ცნობით, კომპანია ღრმაღელე–ვაზისუბნის წყალგამტარ გვირაბზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი.
გავრცელებული ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში მაგისტრალურ ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდება, რაც მომავალში წყლის ნაკადების მართვას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. გადაუდებელი სამუშაოები 28 ივლისის 14:00 საათზე დაიწყება და ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.
კონკრეტული ქუჩების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.
სამუშაოების მიმდინარეობისას წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
ყველა ახალი ამბავი
0