https://sputnik-georgia.com/20220727/veneciis-kinofestivalis-simbolo-zu-lomi-gaxda-268937999.html
პირველად ისტორიაში: ვენეციის კინოფესტივალის სიმბოლო ძუ ლომი გახდა
პირველად ისტორიაში: ვენეციის კინოფესტივალის სიმბოლო ძუ ლომი გახდა
Sputnik საქართველო
ძუ ლომი ისტორიას ენერგიით, მსუბუქად მიჰყვება და ხდება იმედის, აგრესიასა და სისასტიკეზე უარის სიმბოლო, განაცხადა ქმნილების ავტორმა. 27.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-27T18:38+0400
2022-07-27T18:38+0400
2023-08-17T19:46+0400
იტალია
ახალი ამბები
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24637/63/246376320_0:0:2862:1609_1920x0_80_0_0_1603ec6e23a64eb98a2d65c8a3a5360c.jpg
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. ვენეციის ფესტივალის ახალ პოსტერზე ამიერიდან არა ხვადი, არამედ ძუ ლომი გამოჩნდება – ორგანიზატორებმა ფესტივალის ისტორიაში ეს ცვლილება პირველად განახორციელეს, ნათქვამია ღონისძიების ვებ-გვერდზე.ორგანიზატორების იდეას ხორცი შეასხა იტალიელმა მხატვარმა ლორენცო მატოტიმ.„ვენეციური ხვადი ლომი, რომელიც კინოფესტივალის სიმბოლო იყო, 90 წლის შემდეგ ძუ ლომად გადაიქცა, რომელიც ისტორიას ენერგიითა და სიმსუბუქით მიჰყვება, ხდება იმედის, აგრესიასა და სისასტიკეზე უარის თქმის სიმბოლო“, – განაცხადა მხატვარმა.რიგით 79-ე ვენეციის კინოფესტივალი კუნძულ ლიდოზე 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. ჟიურის თავმჯდომარე წელს ცნობილი მსახიობი ჯულიანა მური იქნება. სპეციალურ „ოქროს ლომებს“ მიღწევებისთვის გადასცემენ კატრინ დენევსა და პოლ შრედერს.წელს საკონკურსო სურათების სიაშია ისეთი რეჟისორიების ახალი ნამუშევრები, როგორიც არიან დარენ არონოვსკი, ალეხანდრო ინიარიტუ, ტოდ ფილდი, ენდრიუ დომინიკი, ლუკა გუადანინო, ელის დიოპი, ჯოანა ჰოგი, მარტინ მაკდონაჰი, ჯაფარ ფანახი, ფლორიან ზელერი.
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24637/63/246376320_50:0:2670:1965_1920x0_80_0_0_a64aeafc0c9773d883cfa1bd4c5bf530.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
იტალია , ახალი ამბები, კულტურა საქართველოში
იტალია , ახალი ამბები, კულტურა საქართველოში
პირველად ისტორიაში: ვენეციის კინოფესტივალის სიმბოლო ძუ ლომი გახდა
18:38 27.07.2022 (განახლებულია: 19:46 17.08.2023) ძუ ლომი ისტორიას ენერგიით, მსუბუქად მიჰყვება და ხდება იმედის, აგრესიასა და სისასტიკეზე უარის სიმბოლო, განაცხადა ქმნილების ავტორმა.
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. ვენეციის ფესტივალის ახალ პოსტერზე ამიერიდან არა ხვადი, არამედ ძუ ლომი გამოჩნდება – ორგანიზატორებმა ფესტივალის ისტორიაში ეს ცვლილება პირველად განახორციელეს,
ნათქვამია ღონისძიების ვებ-გვერდზე.
ორგანიზატორების იდეას ხორცი შეასხა იტალიელმა მხატვარმა ლორენცო მატოტიმ.
„ვენეციური ხვადი ლომი, რომელიც კინოფესტივალის სიმბოლო იყო, 90 წლის შემდეგ ძუ ლომად გადაიქცა, რომელიც ისტორიას ენერგიითა და სიმსუბუქით მიჰყვება, ხდება იმედის, აგრესიასა და სისასტიკეზე უარის თქმის სიმბოლო“, – განაცხადა მხატვარმა.
რიგით 79-ე ვენეციის კინოფესტივალი კუნძულ ლიდოზე 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. ჟიურის თავმჯდომარე წელს ცნობილი მსახიობი ჯულიანა მური იქნება. სპეციალურ „ოქროს ლომებს“ მიღწევებისთვის გადასცემენ კატრინ დენევსა და პოლ შრედერს.
წელს საკონკურსო სურათების სიაშია ისეთი რეჟისორიების ახალი ნამუშევრები, როგორიც არიან დარენ არონოვსკი, ალეხანდრო ინიარიტუ, ტოდ ფილდი, ენდრიუ დომინიკი, ლუკა გუადანინო, ელის დიოპი, ჯოანა ჰოგი, მარტინ მაკდონაჰი, ჯაფარ ფანახი, ფლორიან ზელერი.