თუ თირკმელებში კენჭები გაქვთ: ამერიკელი სპეციალისტის რჩევა

© Pixabay / Gustavo Fring ექიმი ესაუბრება პაციენტს
ექიმი ესაუბრება პაციენტს - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. თირკმელებში კენჭების წარმოქმნა ბევრმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის: წყლის ნაკლებად სმამ, გადაჭარბებულმა ან, პირიქით, არასაკმარისმა ვარჯიშმა, მარილის ან შაქრის ჭარბმა მოხმარებამ, დიდი რაოდენობით ცხოველურმა ცილებმა, სიმსუქნემ და წონის დასაკლებად ქირურგიულმა ჩარევამაც კი, აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, თუ ადამიანს თირკმელებში ქვები უვითარდება, არსებობს გზები, რომლებიც დაეხმარება მას ამ პროცესის შეჩერებაში.
მედიცინის მაგისტრი, სამედიცინო საბჭოს წევრი, დიპლომირებული დიეტოლოგი სიდნი გრინი გირჩევთ – რომელი საკვები მიირთვათ, ან არ მიირთვათ, თუ თირკმელებში კენჭები გაქვთ. მისი თქმით, პროდუქტების სახეობა ასეთ შემთხვევაში ქვის ტიპზეა დამოკიდებული.
ექიმის განმარტებით, ზრდასრულებში ყველაზე ხშირად ოქსალატ-კალციუმის ქვები ყალიბდება. ამ შემთხვევაში საუკეთესო საკვებია კალციუმითა და ოქსალატებით მდიდარი საკვები.
აშშ-ის თირკმლის ეროვნული ფონდის თანახმად, ოქსალატები ბუნებრივად გვხვდება ბევრ საკვებში, მათ შორის:
ხილსა და ბოსტნეულში,
თხილეულსა და თესლეულში,
მარცვლეულსა და პარკოსნებში.
როგორც გრინი ამბობს, არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ რაციონიდან ოქსალატებით მდიდარი საკვების ამოღება თირკმელებში კალციუმ-ოქსალატის კენჭების წარმოქმნის რისკს ამცირებს. მაგრამ თირკმლის ფონდის სპეციალისტები ამბობენ, რომ საკვებში კალციუმის დაბალმა რაოდენობამ შეიძლება კიდეც გაზარდოს თირკმელებში კენჭების გაჩენის რისკი. ამიტომ კალციუმის მოხმარება კი არ უნდა შეამციროთ, არამედ ნატრიუმისა (მარილი).
სინდი გრინის განმარტებით, ოქსალატები და კალციუმი, როდესაც ისინი ორგანიზმში ხვდებიან, კუჭსა და ნაწლავებში ერთმანეთს მანამ უკავშირდებიან, სანამ თირკმელები მეტაბოლური პროდუქტების გამოყოფას დაიწყებს. ეს ამცირებს შანსს, რომ ისინი თირკმლის კენჭებად გადაიქცეს.
ექიმის თქმით, კალციუმითა და ოქსალატებით მდიდარი საკვების ყოველდღიურ რაციონში შერწყმა მარტივად შეიძლება. ამისთვის შესანიშნავი გზაა, მაგალითად, მწვანე კოქტეილების (სმუზის) სმა. მწვანილი, განსაკუთრებით ისპანახი, როგორც წესი, მდიდარია ოქსალატებით. ხოლო იმისათვის, რომ რაციონში კალციუმის დამატებითი რაოდენობაც შეიტანოთ, რეკომენდებულია მწვანილის შერევა ნატურალურ რძესთან, ძროხის რძის კეფირთან ან კალციუმით გამდიდრებულ თხილის რძესთან. ეს უზრუნველყოფს აუცილებელი საკვები ნივთიერებების მიღებას.
წყარო: Eat This, Not That
ყველა ახალი ამბავი
0