https://sputnik-georgia.com/20220727/tbilissi-wabua-amirejimis-memorialuri-dafa-gaixsna-268941403.html
თბილისში ჭაბუა ამირეჯიბის 100 წლისთავის აღსანიშნავად მწერლის მემორიალური დაფა გაიხსნა
თბილისში ჭაბუა ამირეჯიბის 100 წლისთავის აღსანიშნავად მწერლის მემორიალური დაფა გაიხსნა
Sputnik საქართველო
მემორიალური დაფა სწორედ იმ სახლზე გაიხსნა, სადაც მწერალმა „დათა თუთაშხია“ დაწერა. 27.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-27T20:29+0400
2022-07-27T20:29+0400
2022-07-27T23:01+0400
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სიამაყე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23820/38/238203813_0:84:1110:708_1920x0_80_0_0_7633093d2308c41ca9f19ec2d789f7ae.jpg
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ჭაბუა ამირეჯიბის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად ალექსანდრე ყაზბეგის 35ბ-ში მდებარე სახლზე, სადაც მწერალი ცხოვრობდა, მემორიალური დაფა გაიხსნა. ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.მემორიალური დაფის გახსნას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის პირველი მოადგილე კარლო სიხარულიძე და ჭაბუა ამირეჯიბის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.წიგნ-ალბომში შესულია მწერლის საოჯახო არქივში დაცული მასალები, ფოტოსურათები, სხვადასხვა ენაზე გამოქვეყნებული „დათა თუთაშხიას“ ამსახველი ფოტოები და განმარტებითი ტექსტები. ასევე მწერლის ხელნაწერთა ფრაგმენტები, წერილები გადასახლებიდან და სხვადასხვა საილუსტრაციო მასალა.ჭაბუა ამირეჯიბი (1921–2013) – ქართველი მწერალი, XX საუკუნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსი. მის კალამს ეკუთვნის რომანები „დათა თუთაშხია“, „გორა მბორგალი“ და „გიორგი ბრწყინვალე“; ასევე არის მოთხრობების ავტორი.ამირეჯიბი არის სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი. დაიბადა თბილისში, ძველი თავადური გვარის ოჯახში. არაერთხელ დაადანაშაულეს ანტისაბჭოურ საქმიანობაში და დააპატიმრეს.2010 წლის ოქტომბერში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს კურთხევით ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა. წმინდა სინოდმა 89 წლის მწერალს გამონაკლისის სახით ნება დართო მონასტრის ნაცვლად საკუთარ სახლში ეცხოვრა, რადგან მწერალს დიდი ხნის განმავლობაში მეტყველება ჰქონდა წართმეული და ავადმყოფობდა. ბერად ყოფნისას ჭაბუა ამირეჯიბმა სახელად დავითი დაირქვა.ჭაბუა ამირეჯიბი 2013 წლის დეკემბერში გარდაიცვალა. ის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.
https://sputnik-georgia.com/20211118/wabua-amirejibis-gamonatqvamebi-262178832.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23820/38/238203813_29:0:1082:790_1920x0_80_0_0_8e7e09cd60a2724010fde1f7e086b5a5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სიამაყე
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სიამაყე
თბილისში ჭაბუა ამირეჯიბის 100 წლისთავის აღსანიშნავად მწერლის მემორიალური დაფა გაიხსნა
20:29 27.07.2022 (განახლებულია: 23:01 27.07.2022) მემორიალური დაფა სწორედ იმ სახლზე გაიხსნა, სადაც მწერალმა „დათა თუთაშხია“ დაწერა.
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ჭაბუა ამირეჯიბის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად ალექსანდრე ყაზბეგის 35ბ-ში მდებარე სახლზე, სადაც მწერალი ცხოვრობდა, მემორიალური დაფა გაიხსნა. ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მემორიალური დაფის გახსნას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის პირველი მოადგილე კარლო სიხარულიძე და ჭაბუა ამირეჯიბის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
„იუბილესთან დაკავშირებით, ასევე კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით მომზადდა და გამოიცა ორენოვანი წიგნი-ალბომი „ჭაბუა ამირეჯიბი - 100". გამოცემის წარდგენა გაიმართა მწერალთა სახლში, სადაც შეკრებილ საზოგადოებას მინისტრმა სიტყვით მიმართა და მწერლის შემოქმედებისა და მოღვაწეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
წიგნ-ალბომში შესულია მწერლის საოჯახო არქივში დაცული მასალები, ფოტოსურათები, სხვადასხვა ენაზე გამოქვეყნებული „დათა თუთაშხიას“ ამსახველი ფოტოები და განმარტებითი ტექსტები. ასევე მწერლის ხელნაწერთა ფრაგმენტები, წერილები გადასახლებიდან და სხვადასხვა საილუსტრაციო მასალა.
ჭაბუა ამირეჯიბი (1921–2013) – ქართველი მწერალი, XX საუკუნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსი. მის კალამს ეკუთვნის რომანები „დათა თუთაშხია“, „გორა მბორგალი“ და „გიორგი ბრწყინვალე“; ასევე არის მოთხრობების ავტორი.
ამირეჯიბი არის სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი. დაიბადა თბილისში, ძველი თავადური გვარის ოჯახში. არაერთხელ დაადანაშაულეს ანტისაბჭოურ საქმიანობაში და დააპატიმრეს.
2010 წლის ოქტომბერში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს კურთხევით ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა.
წმინდა სინოდმა 89 წლის მწერალს გამონაკლისის სახით ნება დართო მონასტრის ნაცვლად საკუთარ სახლში ეცხოვრა, რადგან მწერალს დიდი ხნის განმავლობაში მეტყველება ჰქონდა წართმეული და ავადმყოფობდა. ბერად ყოფნისას ჭაბუა ამირეჯიბმა სახელად დავითი დაირქვა.
ჭაბუა ამირეჯიბი 2013 წლის დეკემბერში გარდაიცვალა. ის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.