მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სსფ-ის ახალი პროგნოზი: მსოფლიო ეკონომიკას რეცესია ემუქრება

© AP Photo / Jose Luis Maganaსაერთაშორისო სავალუტო ფონდი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. პანდემიის შედეგებმა, ინფლაციამ და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრებამ, ასევე უკრაინაში მიმდინარე პროცესებმა საერთაშორისო სავალუტო ფონდი აიძულა, წლევანდელი გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი დაეწია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) პროგნოზის თანახმად, მსოფლიო ეკონომიკური ზრდა წელს 3,2 პროცენტამდე შემცირდება, ხოლო მომავალ წელს — 2,9%-მდე. ფონდში დამატებით რისკ-ფაქტორად ევროპაში რუსული გაზის ექსპორტის სრული შეწყვეტის შესაძლებლობას ასახელებენ.

„ჩვენ ვხედავთ იმ საფრთხეების მატერიალიზაციას, რომლებზეც აპრილში ვისაუბრეთ. დღეს პროგნოზი იმაზე ბევრად მძიმეა, ვიდრე ეს აპრილში იყო“, — განუცხადა ჟურნალისტებს სსფ-ის წარმომადგენელმა პიერ-ოლივიე გურინჩამ.

მისი თქმით, ვერ მოასწრო რა პანდემიისგან ბოლომდე თავის დაღწევა, გლობალური ეკონომიკა ერთდროულად რამდენიმე შოკს განიცდის. ესენია: მაღალი ინფლაცია — განსაკუთრებით შეერთებულ შტატებსა და ევროპის წამყვან ქვეყნებში, რასაც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მოჰყვა, ასევე ჩინეთის ეკონომიკის შენელება და საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში.
გურინჩას აზრით, მსოფლიო შესაძლოა მალე გლობალური რეცესიის ზღვარზე აღმოჩნდეს. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გლობალური წარმოება შემცირდა — პირველ რიგში, ჩინეთისა და რუსეთის ეკონომიკური ვარდნის გამო, ხოლო სამომხმარებლო აქტივობა აშშ-ში მოსალოდნელზე დაბალი გამოდგა.
მიმდინარე წელს მოწინავე ეკონომიკებში 6,6%-იანი, ხოლო განვითარებად ქვეყნებსა და ფორმირებად ბაზრებზე — 9,5%-იანი ინფლაციაა მოსალოდნელი. ეს კი, შესაბამისად, 0,9%-ით და 0,8%-ით მეტია წინა პროგნოზთან შედარებით.
გურინჩას თქმით, შანსები, რომ შეერთებული შტატები რეცესიის თავიდან აცილებას შეძლებს, ძალიან მცირეა, თუმცა ასეთი სცენარი გამორიცხული არ არის. ამერიკის ეკონომიკის ზრდა, როგორც სსფ-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, იმდენად უმნიშვნელო იქნება, რომ ნებისმიერმა ნეგატიურმა ფაქტორმა შეიძლება დაცემისკენ უბიძგოს.
ექსპერტს მიაჩნია, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ფასების სტაბილიზაციაა როგორც განვითარებულ ქვეყნებში, ისე გარდამავალ ეკონომიკებში.
როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდში აღნიშნეს, რუსული გაზის ევროპაში ექსპორტის უპრეცედენტო სრული შეწყვეტის პერსპექტივა შეშფოთებას იწვევს. ამან შესაძლოა დეფიციტი და ფასების შემდგომი ზრდა გამოიწვიოს და ევროპის ეკონომიკაზე გავლენა მოახდინოს. ევროპას კი არ აქვს მზა სამოქმედო გეგმა ამ ზემოქმედების დასარეგულირებლად და მინიმუმამდე დასაყვანად.
წყარო: IMF
ყველა ახალი ამბავი
0