https://sputnik-georgia.com/20220727/saqartvelos-qalebi-gamofena-268885806.html
„საქართველოს ქალები": თბილისში ფრანგი ფოტოგრაფის გამოფენა გაიხსნა
„საქართველოს ქალები": თბილისში ფრანგი ფოტოგრაფის გამოფენა გაიხსნა
Sputnik საქართველო
ხელოვანმა ფოტოგრაფიით კავკასიელი ქალების ხასიათის, სილამაზისა და სიძლიერის წარმოჩენა მოახერხა, აღნიშნავენ გამოფენის კურატორები. 27.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-27T14:57+0400
2022-07-27T14:57+0400
2023-08-17T19:46+0400
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საფრანგეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1a/268879407_0:395:1725:1365_1920x0_80_0_0_335351f2bdf03b46bde8000633c21b40.jpg
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. ფრანგი ფოტოგრაფის ნატალი ტუფენკჯიანის (Nathalie Tufenkjian) გამოფენა სახელწოდებით „საქართველოს ქალები, კავკასიის მარგალიტები“ (Women of Georgia, Pearls of The Caucasus) TBC Concept-ის მრავალფუნქციურ სივრცეში გაიხსნა და 4 აგვისტომდე გაგრძელდება.„მის ფოტოებში შეგიძლიათ იხილოთ თავდადებული, ძლიერი თუ გულისხმიერი ქალი. გარდა ამისა ტუფენკჯიანს გადაღებული აქვს ხელოვანი ქალების პორტრეტები. ყველა ეს პორტრეტი გვიჩვენებს, რომ ეს განსხვავებული პროფესიისა თუ სოციალური წარმომავლობის ქალი, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებთან ერთად, საკუთარ თავში საუკუნოვანი ტრადიციების მატარებელია. ტუფენკჯიანმა მათი ხასიათის და ჭეშმარიტი არსის მოხელთება ფოტოგრაფიის საშუალებით შეძლო“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.Women of Georgia, Pearls of The Caucasus ფართომასშტაბიანი პროექტია და ავტორი კვლავ განაგრძობს მასზე მუშაობას.ნატალი ტუფენკჯიანმა პირველი პორტრეტი 1986 წელს გადაიღო. მას შემდეგ მისი სურვილი, ფოტოგრაფიის საშუალებით ასახოს ადამიანების ავთენტურობა, არსად გამქრალა. ფოტოგრაფმა მოასწრო მუშაობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მოდის სამყაროშიც. ფოტოგრაფად მუშაობდა ჟურნალისთვის Vogue Italia და საიუველირო ფირმა Cartier-სთვის.გარდა ამისა, მოგზაურობით გატაცების თუ სხვადასხვა კულტურებისადმი ინტერესის შედეგია მნიშვნელოვანი რეპორტაჟები ახლო აღმოსავლეთიდან (იორდანია, ირანი, ერაყი და ა.შ.) თუ ლათინური ამერიკიდან (არგენტინა და ა.შ.).
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1a/268879407_519:436:1758:1365_1920x0_80_0_0_ab516f49998f40e3b8e3d1dbc8e6f447.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საფრანგეთი
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საფრანგეთი
„საქართველოს ქალები": თბილისში ფრანგი ფოტოგრაფის გამოფენა გაიხსნა
14:57 27.07.2022 (განახლებულია: 19:46 17.08.2023) ხელოვანმა ფოტოგრაფიით კავკასიელი ქალების ხასიათის, სილამაზისა და სიძლიერის წარმოჩენა მოახერხა, აღნიშნავენ გამოფენის კურატორები.
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. ფრანგი ფოტოგრაფის ნატალი ტუფენკჯიანის (Nathalie Tufenkjian) გამოფენა სახელწოდებით „საქართველოს ქალები, კავკასიის მარგალიტები“ (Women of Georgia, Pearls of The Caucasus) TBC Concept-ის მრავალფუნქციურ სივრცეში გაიხსნა და 4 აგვისტომდე გაგრძელდება.
ბოლო ორი წელია ნატალი ტუფენკჯიანი დაკავებულია ბუნებრივი განათების პორტრეტული ფოტოგრაფიით და ცდილობს, რომ თავის ობიექტივში საქართველოში მცხოვრები ქალების განსხვავებულობა ასახოს.
„მის ფოტოებში შეგიძლიათ იხილოთ თავდადებული, ძლიერი თუ გულისხმიერი ქალი. გარდა ამისა ტუფენკჯიანს გადაღებული აქვს ხელოვანი ქალების პორტრეტები. ყველა ეს პორტრეტი გვიჩვენებს, რომ ეს განსხვავებული პროფესიისა თუ სოციალური წარმომავლობის ქალი, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებთან ერთად, საკუთარ თავში საუკუნოვანი ტრადიციების მატარებელია. ტუფენკჯიანმა მათი ხასიათის და ჭეშმარიტი არსის მოხელთება ფოტოგრაფიის საშუალებით შეძლო“, –
აღნიშნავენ ორგანიზატორები.
Women of Georgia, Pearls of The Caucasus ფართომასშტაბიანი პროექტია და ავტორი კვლავ განაგრძობს მასზე მუშაობას.
ნატალი ტუფენკჯიანმა პირველი პორტრეტი 1986 წელს გადაიღო. მას შემდეგ მისი სურვილი, ფოტოგრაფიის საშუალებით ასახოს ადამიანების ავთენტურობა, არსად გამქრალა. ფოტოგრაფმა მოასწრო მუშაობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მოდის სამყაროშიც. ფოტოგრაფად მუშაობდა ჟურნალისთვის Vogue Italia და საიუველირო ფირმა Cartier-სთვის.
გარდა ამისა, მოგზაურობით გატაცების თუ სხვადასხვა კულტურებისადმი ინტერესის შედეგია მნიშვნელოვანი რეპორტაჟები ახლო აღმოსავლეთიდან (იორდანია, ირანი, ერაყი და ა.შ.) თუ ლათინური ამერიკიდან (არგენტინა და ა.შ.).