ჯერ კვლევას გაეცანით: პაპუაშვილმა „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ რჩევა მისცა

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყანაში ყველა სისტემას სჭირდება გაუმჯობესება, მათ შორის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასაც.
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ვურჩევდი, ჯერ თავისივე ცენტრალური ოფისის კვლევებს გაეცნონ, რომელიც კორუფციასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება, და დასკვნები იქიდან გამომდინარე გააკეთოს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარი „მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის გამოუძიებელი შემთხვევების“ შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას შეეხებოდა, რომლის ავტორიც „საერთაშორისო გამჭვირვალობაა“. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, ეს ის ინფორმაციებია, რომელთა შესახებ ბოლო წლებში გახდა ცნობილი და რომლებზეც შესაბამისი რეაგირება არ მომხდარა.

„საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის რვა წევრ ქვეყანას, წინ უსწრებს ასოცირებული ტრიოს ორივე ქვეყანას — მოლდოვა გახლავთ 105-ე ადგილზე, უკრაინა — 122-ე ადგილზე. ამიტომ „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ვურჩევდი, რომ, უპირველეს ყოვლისა, მათი ცენტრალური ოფისის კვლევებს გაეცნონ, რომელიც შეეხება კორუფციასთან დაკავშირებულ საკითხებს, აქედან გამომდინარე გამოიტანონ თავისი დასკვნები“, — განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, არსებობს სტატისტიკა, მათ შორის ანტიკორუფციული მიმართულებით, თუ რამდენად ეფექტურია საქართველოს ხელისუფლება, და არსებობს „საერთაშორისო გამჭირვალობის“ კვლევაც — რეიტინგი, რომლის თანახმადაც საქართველო მსოფლიოში 45-ე ადგილს იკავებს კორუფციის აღქმის კუთხით.
ამასთან პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ყველა სისტემას სჭირდება გაუმჯობესება, მათ შორის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასაც. მისი თქმით, ზედაპირულად მსჯელობა მსგავს საკითხებზე არ შეიძლება.
ყველა ახალი ამბავი
0