როგორ ავირიდოთ კორონავირუსის ახალი ტალღა? ინფექციონისტის რჩევები

© AP Photo / Manish Swarupკოვიდ-ტესტი
კოვიდ-ტესტი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
Yandex newsTelegram
ეპიდემიოლოგებმა „ომიკრონის“ შტამის ახალი ქვეტიპი В.А.5 საქართველოში 30 ივნისს გამოავლინეს.
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას მოუწოდებს, კოვიდ-შეზღუდვების გაუქმების მიუხედავად, გაითვალისწინონ ექიმების რეკომენდაციები და გამოიყენონ პირბადე, რათა თავიდან იქნას აცილებული კორონავირუსის ახალი ტალღა.
ბოლო დღეებში ქვეყნის კლინიკებში ინფიცირებული პაციენტების მიმართვიანობამ იმატა. ეპიდემიოლოგებმა საქართველოში „ომიკრონის“ შტამის ახალი ქვეტიპი В.А.5 გამოავლინეს, რომლისთვისაც უფრო სწრაფი გავრცელებაა დამახასიათებელი. სპეციალისტების მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულ ყოველ მეორე ადამიანს ინფექციის სწორედ ეს სახეობა აღენიშნება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანა კორონავირუსის მორიგი, მეშვიდე ტალღისთვის ემზადება.
მანამდე საქართველოში ძირითადად ცირკულირებდა „ომიკრონის“ ქვეტიპი B.A.2. ახალი ქვეტიპი, რომელიც სწრაფი გავრცელებით ხასიათდება, აისახა სტატისტიკაზეც – ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 500-ს შეადგენდა, ბოლო კვირაში კი 2.570-ს მიაღწია.

„ბოლო პერიოდში საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, კოვიდ-შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება. თუ ადრე დღეში საშუალოდ ასამდე შემთხვევა ფიქსირდებოდა, ახლა 600-700 შემთხვევა ფიქსირდება“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, კარგი ეპიდსიტუაციის შესანარჩუნებლად აუცილებელია გაგრძელდეს აქტიური ვაქცინაცია ე.წ. ბუსტერ-დოზების ჩათვლით და მოქალაქეებმა გამოიყენონ პირბადე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამედიცინო დაწესებულებებსა და მასობრივი თავშეყრის ადგილებში.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველო ვერ აიცილებს კოვიდ-შემთხვევების ზრდას, მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს ლეტალობის დაბალი მაჩვენებელი, აღნიშნა ცერცვაძემ.
სპეციალისტის აზრით, ამისთვის საჭიროა გვახსოვდეს, რომ „ომიკრონით“ გამოწვეული სიმპტომები პირველ დღეებში არაფრით განსხვავდება სხვა რესპირატორული დაავადებებისგან, ამიტომაც აუცილებელია ტესტის ჩატარება და ინფექციის დადასტურების შემთხვევაში ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინება.
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში დაფიქსირებულია ინფიცირების 1.662.299 შემთხვევა. ვირუსი დაამარცხა 1.643.579-მა პირმა, გარდაიცვალა 16.844. ამ დროისთვის ქვეყანაში 2.550 აქტიური შემთხვევაა.
„ომიკრონის“ ახალი ქვეტიპი
В.А.5 – აღნიშნული ქვეტიპით შეიძლება დაინფიცირდნენ როგორც ვაქცინირებული, ისე კოვიდ-გადატანილი პირები.
სპეციალისტების განცხადებით, ინფექციის სწრაფ გავრცელებას ხელს უწყობს კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვების არარსებობა, მათ შორის ნიღბის ტარების რეჟიმის გაუქმება.
როგორც ცნობილია, დღეისათვის ძალაშია მხოლოდ ზოგადი რეკომენდაციები – სოციალური დისტანციის დაცვა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
„ჩვენ გველოდება ცუნამი“ - ეპიდემიოლოგი კორონავირუსის ახალ ტალღაზე>>>
В.A.5 პირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა. ინფექციამ გავრცელება სწრაფად დაიწყო, მაგრამ ის უფრო ხანმოკლე აღმოჩნდა, ვიდრე მისი წინამორბედი.
საქმე ისაა, რომ ანტისხეულებს, რომლებიც ორგანიზმში ინფექციის განეიტრალებაზე აგებენ პასუხს, არ შეუძლიათ კორონავირუსის ამ ქვეტიპის ამოცნობა და, შესაბამისად, ადამიანი ადვილად ინფიცირდება. მაგრამ დაავადების მიმდინარეობა უფრო მსუბუქია, ვიდრე „დელტას“ შტამის შემთხვევაში იყო.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა, ხოლო ახალი, „ომიკრონის“ შტამის პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად 2021 წლის 20 დეკემბერს დადასტურდა. მანამდე ქვეყანაში კორონავირუსის ჩინური, ბრიტანული, ინდური შტამები ცირკულირებდა.
ყველა ახალი ამბავი
0