ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ყაზახეთში გაემგზავრა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
საქართველომ და ყაზახეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის ივლისში დაამყარეს.
ქვეყნები თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის და სოფლის მეურნეობის სფეროებში. ყაზახეთი წლების განმავლობაში იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. ამ ქვეყანამ განახორციელა ინვესტიციები ენერგეტიკასა და ტურიზმში.
ყველა ახალი ამბავი
0