„რაგბი ევროპის“ ჩემპიონატში მონაწილეთა რაოდენობა იზრდება

© Georgian Rugbyქართველი მორაგბეები
ქართველი მორაგბეები - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
ტროფეის გამარჯვებულ ბელგიასთან ერთად ელიტაში პოლონეთისა და გერმანიის ნაკრებები გადაინაცვლებენ.
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატში 2023 წლიდან ექვსის ნაცვლად რვა ეროვნული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაცია „რაგბი ევროპამ“ გაავრცელა.
„რაგბი ევროპის“ ჩემპიონატში ტროფეის გამარჯვებული ბელგია და მეორე და მესამე ადგილზე გასული პოლონეთისა და გერმანიის ნაკრებები ერთად გადაინაცვლებენ.
აღსანიშნავია, რომ „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატში ამ დრომდე საქართველოს, ესპანეთის, პორტუგალიის, ნიდერლანდის, რუმინეთისა და რუსეთის ნაკრებები იღებდნენ მონაწილეობას.
მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ტროფეიდან მხოლოდ ორი ნაკრები უნდა დაწინაურებულიყო (ბელგია და პოლონეთი), თუმცა გერმანია ამ შემთხვევაში სანქცირებული რუსეთის ნაკრებს ჩაანაცვლებს.
„რაგბი ევროპის“ ცნობით, ახალი გათამაშების ფორმატი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. იმ შემთხვევაში, თუ წრიული სისტემა შენარჩუნდა, „ბორჯღალოსნები“ ტურნირზე ხუთის ნაცვლად შვიდ შეხვედრას ჩაატარებენ.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ნაკრებმა ბოლო ხუთ ტურნირში იმარჯვა, ასევე ბოლო 15 გათამაშებიდან – 13-ში პირველი ადგილი დაიკავა, სულ კი „ბორჯღალოსნებს“ აღნიშნული შეჯიბრი 14-ჯერ აქვთ მოგებული.
ყველა ახალი ამბავი
0