https://sputnik-georgia.com/20220727/ra-girs-parkireba-tbilisshi-268072079.html
რა ღირს პარკირება თბილისში
რა ღირს პარკირება თბილისში
Sputnik საქართველო
იმისათვის, რომ თბილისში მუნიციპალურ სადგომზე ავტომობილი გააჩეროთ, აუცილებელია შესაბამისი აბონემენტის შეძენა. გარდა ამისა, დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში მოქმედებს... 27.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-27T11:17+0400
2022-07-27T11:17+0400
2022-07-29T14:48+0400
საქართველო
ინფოგრაფიკა
მულტიმედია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/1c/267950074_0:0:3641:2048_1920x0_80_0_0_7b80e97b5d890f459bcb28a71d6e8166.png
თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა. ამ ეტაპზე ასეთი პარკირების ზონები დედაქალაქის რამდენიმე უბანში ფუნქციონირებს, ძირითადად, ქალაქის ცენტრალურ უბნებში, სადაც 1-საათიანი პარკირების ღირებულება 1 ლარია. ამასთან, პარკირების პირველი 15 წუთი უფასოა. ზონალურ-საათობრივ სადგომზე პარკირება უფასოა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის (პარკირების ადგილიდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრები ან უძრავი ქონების მფლობელი პირებისთვის), შშმ პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის, ასევე ტაქსის A კატეგორიის ლიცენზიის მფლობელებისთვის.ზონალური პარკირებით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა Play Store ან Apple Store-ის დახმარებით მობილური აპლიკაცია – Tbilisi Parking უნდა ჩამოტვირთონ, გაიარონ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და ელექტრონული გადახდის მეთოდით ფასიანი ავტოსადგომით ისარგებლონ. აპლიკაციაში ასევე მოცემულია რუკა, სადაც ნომრების მიხედვით ზონალური პარკირების ყველა არეალია აღნიშნული. პარკირების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 10 ლარს შეადგენს.„Sputnik-საქართველოს“ ინფოგრაფიკაში მკითხველი გაიგებს თბილისში პარკირების ღირებულებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/1c/267950074_454:0:3185:2048_1920x0_80_0_0_f88b09403634e15501a04e138ca2feae.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ინფოგრაფიკა, მულტიმედია, инфографика
საქართველო, ინფოგრაფიკა, მულტიმედია, инфографика
რა ღირს პარკირება თბილისში
11:17 27.07.2022 (განახლებულია: 14:48 29.07.2022) იმისათვის, რომ თბილისში მუნიციპალურ სადგომზე ავტომობილი გააჩეროთ, აუცილებელია შესაბამისი აბონემენტის შეძენა. გარდა ამისა, დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში მოქმედებს ზონალურ-საათობრივი გადახდის სისტემა.
თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველად 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა.
ამ ეტაპზე ასეთი პარკირების ზონები დედაქალაქის რამდენიმე უბანში ფუნქციონირებს, ძირითადად, ქალაქის ცენტრალურ უბნებში, სადაც 1-საათიანი პარკირების ღირებულება 1 ლარია. ამასთან, პარკირების პირველი 15 წუთი უფასოა.
ზონალურ-საათობრივ სადგომზე პარკირება უფასოა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის (პარკირების ადგილიდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრები ან უძრავი ქონების მფლობელი პირებისთვის), შშმ პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის, ასევე ტაქსის A კატეგორიის ლიცენზიის მფლობელებისთვის.
ზონალური პარკირებით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა Play Store ან Apple Store-ის დახმარებით მობილური აპლიკაცია – Tbilisi Parking უნდა ჩამოტვირთონ, გაიარონ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და ელექტრონული გადახდის მეთოდით ფასიანი ავტოსადგომით ისარგებლონ. აპლიკაციაში ასევე მოცემულია რუკა, სადაც ნომრების მიხედვით ზონალური პარკირების ყველა არეალია აღნიშნული. პარკირების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 10 ლარს შეადგენს.
„Sputnik-საქართველოს“ ინფოგრაფიკაში მკითხველი გაიგებს თბილისში პარკირების ღირებულებას.