„ოლიმპიადა-80“ მოსკოვში - ვიდეო

გამოწერა
ზუსტად 42 წლის წინ მოსკოვში „ოლიმპიადა-80“-ის გახსნა შედგა.
ეს იყო პირველი ოლიმპიადა, რომელიც გაიმართა სოციალისტურ ქვეყანაში. მაშინ საჭოთა ჯარების ავღანეთში შეყვანის გამო სსრკ-ს 64-მა ქვეყანამ ბოიკოტი გამოუცხადა.
ოლიმპიადაზე დაიხარჯა 862 მილიონი რუბლი. დანახარჯი ქვეყანამ ოლიმპიური თამაშების დროს თითქმის სრულად ამოიღო.
„ოლიმპიადა-80“-ის გასამართად კანდიდატურა წარადგინეს მოსკოვმა და ლოს-ანჯელესმა, თუმცა ოლიმპიურმა კომიტეტმა მოსკოვი შეარჩია. ოლიმპიადას მოსკოვურს უწოდებენ, მაგრამ შეჯიბრებები გაიმართა ასევე ლენინგრადში, კიევში, მინსკსა და ტალინში.
გარდა სპორტკომპლექსებისა, ოლიმპიადისთვის აშენდა აგრეთვე საცხოვრებელი უბანი „ოლიმპიური სოფელი“ და შერემეტიევოს აეროპორტი. ისინი დღემდე გამოიყენება.
ყველა ახალი ამბავი
0