მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნატოს მომდევნო გენერალური მდივანი შესაძლოა ბორის ჯონსონი გახდეს

© AP Photo / Henry Nichollsბორის ჯონსონი
ბორის ჯონსონი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ნატოს მომდევნო გენერალური მდივნის თანამდებობა შესაძლოა ბორის ჯონსონმა დაიკავოს მას შემდეგ, რაც ალიანსის ამჟამინდელი ხელმძღვანელი იენს სტოლტენბერგი მომავალი წლის სექტემბერში პოსტს დატოვებს, წერს The Daily Telegraph-ი ბრიტანეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის წევრებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, პარტია „თორის“ ლიდერები მხარს უჭერენ ჯონსონის კანდიდატურას ნატოს მომავალ გენერალურ მდივნად, რომელიც დასავლეთის ანტირუსული კამპანიის „აქტივად“ იქცა.
მანამდე ნატოს შეფობას ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესს, ასევე გაერთიანებული სამეფოს ყოფილ პრემიერ-მინისტრებს — ტერეზა მეისა და დევიდ კამერონს უწინასწარმეტყველებდნენ.
ჯონსონის კანდიდატურას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენმდივნის პოსტზე მხარს უჭერენ თავდაცვის კომიტეტის წევრები რიჩარდ დრაქსი და მარკ ფრანსუა, ასევე დიდი ბრიტანეთის ყოფილი მინისტრი დევიდ ჯონსი.
ამავდროულად ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი რიჩარდ დანატი მიიჩნევს, რომ ჯონსონის ირგვლივ აგორებულმა სკანდალებმა, რის გამოც ის პრემიერის თანამდებობას ტოვებს, შეიძლება პოლიტიკოსის მიმართ ნდობა შეარყიოს. მისი აზრით, ჯონსონი ნატოს გენერალური მდივნის პოსტს მისი პირადი თვისებების გამო ვერ დაიკავებს.
გარდა ამისა, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ანონიმი წყაროს ვარაუდით, ნატოს გენერალურ მდივნად ჯონსონის დანიშვნას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი წინააღმდეგობას გაუწევს.

„რეალობა ისეთია, რომ ნატოს გენერალური მდივნები ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ინიშნებიან. ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია ვეტოს დადება. როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტი მაკრონი წამოაყენებდა ბორის ჯონსონის კანდიდატურას ნატოს გენერალურ მდივნად?“ — აღნიშნა ანონიმმა მაღალჩინოსანმა.

ამ დროისათვის ჩრდილოატლანტიკურ სამხედრო ალიანსს იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობს. ნატოს გენერალურ მდივნად ის 2014 წელს დაინიშნა ხუთი წლის ვადით, თუმცა 2019 წელს მანდატი 2022 წლამდე გაუგრძელეს. მიმდინარე წლის მარტში კი, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული „სპეცოპერაციის“ ფონზე, სტოლტენბერგის თანამდებობაზე დატოვება 2023 წლის 30 სექტემბრამდე გადაწყდა.
წყარო: The Daily Telegraph
ყველა ახალი ამბავი
0