ლგბტ საზოგადოების ოპონენტებმა თბილისში მსვლელობა გამართეს - ვიდეო

გამოწერა
ლგბტ თემის მოწინააღმდეგეებმა შაბათს პარლამენტთან გაამრთული აქციის შემდეგ მსვლელობა მოაწყვეს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ოფისის მიმართულებით, შემდეგ კი ევროკავშირის ოფისისკენ გაემართნენ
შაბათს გამართული აქციის ორგანიზატორები იყვნენ „კონსერვატიული მოძრაობა“ და „ალტ-ინფო“. მათ სასულიერო პირებთან ერთად გააპროტესტეს ღონისძიებები, რომლებიც თბილისში 29 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ტრანსფარანტებით და საქართველოს დროშებით მივიდნენ პარლამენტის შენობასთან და გზა გადაკეტეს. შემდეგ მსვლელობა მოაწყვეს ქალაქის ცენტრში. პოლიციამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, არ დაერღვიათ წესრიგი და კანონი.
ყველა ახალი ამბავი
0