რაში დაგეხმარებათ უჟანგავი ფოლადის კოვზი სამზარეულოში: ლაიფჰაკები დიასახლისებისთვის
20:25 27.07.2022 (განახლებულია: 20:05 01.08.2022)
© Pixabay / KrysMantovaniსამზარეულო
© Pixabay / KrysMantovani
გამოწერა
დაგვეთანხმებით, რომ დიასახლისებს სამზარეულოში პატარა ხრიკების გამოყენება ბევრად უადვილებს საქმეს.
ეს ხრიკები შესაძლოა კერძების გაგემრიელებას, მათ მომზადებაზე ნაკლები დროის დახარჯვას, უსიამოვნო სუნის მოშორებას ან სხვა საქმეებს ეხებოდეს. ამიტომ მათი ცოდნა ძალიან სასარგებლოა.
ქვემოთ „სტაჟიანი“ დიასახლისების გამოცდილების ნაყოფს — რამდენიმე მართლაც საჭირო რჩევას გაგაცნობთ.
თუ სადმე გეჩქარებათ, ან რაიმე სხვა მიზეზით მაცივარში თბილი კერძის შედგმა გიწევთ: ჭურჭელს (კონტეინერს) ხუფი ოდნავ გადახადეთ და ისე შედგით. ასე კერძი სწრაფადაც გაცივდება და არც გაფუჭდება.
გსურთ დაადგინოთ, საკმარისი წყალი დაასხით თუ არა ბრინჯს მოსახარშად? გამოიყენეთ საჩვენებელი თითი – წყალი მეორე ფალანგას უნდა აღწევდეს.
თუ ხელებზე ნივრის სუნი დაგრჩათ, გაისვით ხელებზე უჟანგავი ფოლადის კოვზი.
იმისათვის, რომ ხორცი იოლად დაჭრათ წვრილად, შედეთ ის საყინულეში დაახლოებით ერთი საათით. ხორცი გამაგრდება და სასურველ ზომებად მარტივად დაჭრით.
პოპკორნი მიკროტალღურ ღუმელში უფრო უსაფრთხო და სასარგებლო გამოვა, თუ მინის ჭურჭელში მოამზადებთ.
იმისათვის, რომ კარტოფილი მალე მოიხარშოს, დაჩხვლიტეთ ჩანგლით რამდენიმე ადგილზე.
რძის ქაფის გასაკეთებლად ჩაასხით ის მინის ქილაში, აჯანჯღარეთ 30 წამის განმავლობაში და შედგით მიკროტალღურ ღუმელში 30 წამით.
ნამცხვარში ხილის ან კენკრის ჩამატებამდე ამოავლეთ ისინი ფქვილში და მხოლოდ ამის მერე გადაანაწილეთ ცომზე. ასე ხილის ნაჭრები ცომის ძირში არ დაილექება.
ბოსტნეული და ხორცი უფრო სწრაფად მომზადდება, თუ დიაგონალურად დაჭრით.