კონკურენციის ეროვნული სააგენტო Gulf-ით დაინტერესდა

© photo: SputnikGulf
Gulf - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სულ ორ კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა.
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზარზე Sun Petrolium Georgia-ს (Gulf) მიერ დაგეგმილ კონცენტრაციასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, აღნიშულია უწების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საუბარია Sun Petrolium Georgia-ს მიერ 23 ეკონომიკური აგენტის საკუთრებაში არსებული 32 ავტოგასამართი სადგურის იჯარით აღებაზე. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კომპანია ვალდებულია კონცენტრაციის თაობაზე სააგენტოს აცნობოს.
კონკურენციის სააგენტომ Sun Petrolium Georgia-ს (Gulf) გაფართოების თაობაზე ყველა ინფორმაციის წარსადგენად ვადა 5 აგვისტომდე მისცა.
Sun Petrolium Georgia 2010 წლიდან საქართველოში ოფიციალურად წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდ Gulf-ს. Gulf Georgia ქვეყნის მასშტაბით 140 ავტოგასამართ სადგურს აერთიანებს, მათგან 43 თბილისში მდებარეობს.
კომპანიების შერწყმის (კონცენტრაციის) ან გაფართოების შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ინფორმირებული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და, ამასთან, კონცენტრაციაში მონაწილე რომელიმე კომპანიის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარზე მეტია.
2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სულ ორ კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა. ერთი საკითხი ეხებოდა სამედიცინო სექტორში მოქმედი ეკონომიკური აგენტების გაერთიანებას, ხოლო მეორე საკითხი – სამშენებლო სექტორს.
ყველა ახალი ამბავი
0