კალაძემ საქართველოში „ელიტური კორუფციის" არსებობა უარყო

© photo: Sputnik / Stringerკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ხელისუფლების მაღალ დონეებზე სავარაუდო კორუფციის გამოუძიებელ შემთხვევებთან დაკავშირებით ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, განაცხადა თბილისის მერმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის კრიტიკის საპასუხოდ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ე.წ. ელიტური კორუფციის 60-ზე მეტი ფაქტი გაასაჯაროვა. საუბარია 2014-2022 წლების პერიოდზე.

„ეს არის ჩვეულებრივი სიბინძურე და სიცრუე, ხდება სიცრუის ტირაჟირება, არასწორი ინფორმაციის გავრცელება. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა კორუფციასთან ბრძოლაში და ამაზე მეტყველებს საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ გამოქვეყნებული კვლევები და შეფასებები", – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიმოხილვაში მოხვდა თბილისის მერიაც. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადებით, შესაძლო კორუფციული ფაქტები შეინიშნება ტენდერების, სახელმწიფო შესყიდვებისა და მიწის გადაცემის დროს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, მაღალჩინოსნების მონაწილეობით შესაძლო კორუფციის ფაქტების ძირითადი ნაწილს ადგილი აქვს რეგიონებში. ჩამონათვალში მოხვდნენ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნებას მომავალშიც გეგმავს.
ყველა ახალი ამბავი
0