https://sputnik-georgia.com/20220727/ivanishvilma-keli-degnantan-shexvedra-daadastura-268916223.html
ივანიშვილი: შეხვედრა აშშ-ის ელჩის თხოვნით შედგა
ივანიშვილი: შეხვედრა აშშ-ის ელჩის თხოვნით შედგა
Sputnik საქართველო
ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, დიპლომატთან გამართული მისი შეხვედრა 3 საათს გაგრძელდა. 27.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-27T11:00+0400
2022-07-27T11:00+0400
2022-07-27T16:47+0400
საქართველო
აშშ
ბიძინა ივანიშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/05/249624580_0:212:2048:1365_1920x0_80_0_0_71dc22204f65daa2a945291469585846.jpg
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანსა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა მიმდინარე წლის 21 მარტს შედგა. ამის შესახებ ნათქვამია ივანიშვილის მიერ ამ დილით გავრცელებულ განცხადებაში.მანამდე პარლამენტის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დეგნანი ივანიშვილს შეხვდა და მისგან „რაღაც მოითხოვა“. თავის მხრივ, აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ იგი დიდი ხანია არ შეხვედრია ბიძინა ივანიშვილს და არანაირი ზეწოლა მასზე არ განუხორციელებია.დიპლომატთან შეხვედრის სხვა დეტალები ივანიშვილს არ გაუსაჯაროებია.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/05/249624580_357:284:1798:1365_1920x0_80_0_0_9366d0378a21cea3a27bdf0e40b4c0a3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , ბიძინა ივანიშვილი , პოლიტიკა საქართველოში
საქართველო, აშშ , ბიძინა ივანიშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ივანიშვილი: შეხვედრა აშშ-ის ელჩის თხოვნით შედგა
11:00 27.07.2022 (განახლებულია: 16:47 27.07.2022) ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, დიპლომატთან გამართული მისი შეხვედრა 3 საათს გაგრძელდა.
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანსა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა მიმდინარე წლის 21 მარტს შედგა. ამის შესახებ ნათქვამია ივანიშვილის მიერ ამ დილით გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე პარლამენტის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დეგნანი ივანიშვილს შეხვდა და მისგან „რაღაც მოითხოვა“.
თავის მხრივ, აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ იგი დიდი ხანია არ შეხვედრია ბიძინა ივანიშვილს და არანაირი ზეწოლა მასზე არ განუხორციელებია.
„რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“, – ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.
დიპლომატთან შეხვედრის სხვა დეტალები ივანიშვილს არ გაუსაჯაროებია.