https://sputnik-georgia.com/20220727/ivanishvili-saqartvelos-omshi-chatrevas-jer-kidev-cdiloben-268927922.html
ივანიშვილი: საქართველოს ომში ჩათრევას ჯერ კიდევ ცდილობენ
ივანიშვილი: საქართველოს ომში ჩათრევას ჯერ კიდევ ცდილობენ
Sputnik საქართველო
ივანიშვილს მიაჩნია, რომ ახლა „ქართულ ოცნებას“ აქვს შესაძლებლობა, თავისი ყურადღება კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებაზე გადაიტანოს. 27.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-27T15:39+0400
2022-07-27T15:39+0400
2022-07-27T21:58+0400
საქართველო
ბიძინა ივანიშვილი
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24270/45/242704590_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_107608131f6b754774370b6b7dcc5493.jpg
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა, არ მისცა რა „გარკვეულ ძალებს“ ქვეყნის ომში ჩათრევის საშუალება, ნათქვამია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.ივანიშვილმა, რომელსაც ოპოზიცია და ევროდეპუტატების ნაწილი ოლიგარქს უწოდებს და კულისებიდან ქვეყნის მართვაში ადანაშაულებს, ოთხშაბათს ხანგრძლივი დუმილი დაარღვია. როგორც ექს-პრემიერმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც წელიწად-ნახევრის წინ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა, ის ამ გადაწყვეტილებას იცავს.„ამავდროულად, როგორც ამ ქვეყნის შვილი და მისი ერთ-ერთი გულშემატკივარი, ბუნებრივია, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მთელი ყურადღებით ვადევნებ თვალს“, – დაწერა ივანიშვილმა.მისი თქმით, რეგიონში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე საქართველოს და მის მმართველ გუნდს გასული თვეების განმავლობაში ძალზე მტკივნეული პროცესების გავლა უწევდა და უწევს.როგორც ექს-პრემიერმა განმარტა, საქართველოს ხელისუფლებამ საფრთხის განეიტრალება შეძლო.„უდიდესი სირთულეების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. ამ ძალისხმევის წყალობით საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული“, – განაცხადა ივანიშვილმა.ამასთან, როგორც მმართველი პარტიის დამფუძნებელმა აღნიშნა, უკრაინაში ომის დასრულებამდე გარკვეული რისკები ჯერ კიდევ არსებობს და როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას მაქსიმალური სიფრთხილე მართებს.„დღეს, როდესაც ომის უშუალო საფრთხე უკვე მაქსიმალურად არის განეიტრალებული, მიმაჩნია, რომ მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, თავისი ყურადღება მეტწილად კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რათა საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.ბოლო პერიოდში მმართველი პარტიის ლიდერებმა არაერთი განცხადება გააკეთეს, სადაც გააკრიტიკეს საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის უკვე ყოფილი ელჩი კარლ ჰარცელი.ზეწოლა არ ყოფილა - კელი დეგნანი მოსამართლე ჩხიკვაძის სკანდალურ განცხადებაზე>>>ის, რომ ჰარცელმა ითამაშა უარყოფითი როლი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში, 20 ივლისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დიპლომატის მისიის დასრულების შემდეგ განაცხადა.მოგვიანებით კობახიძემ განმარტა, რომ ჰარცელი მოქმედებდა არა როგორც ელჩი, არამედ როგორც პოლიტიკოსი და რომ იგი ბოლომდე არ უყურებდა საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს.რაც შეეხება დეგნანს, იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის სკანდალური განცხადების შემდეგ მოექცა ყურადღების ცენტრში. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 15 ივლისს განაცხადა, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე მას შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი კევინ ბურკი, რომელმაც განუცხადა, რომ ელჩი დაინტერესდა, თუ რატომ გამოიტანა მან გამამტყუნებელი განაჩენი და თუ რატომ აირჩია მოსამართლემ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა. ჩხიკვაძემ ეს შეაფასა, როგორც ანგარიშის ჩაბარების მოთხოვნა.„ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან ელჩის მისამართით გაკეთებული არაერთი მოწოდების შემდეგ დეგნანმა განაცხადა, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოს არცერთი თანამშრომელი არ ცდილობს მოსამართლეზე ან რაიმე საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე ზეწოლის მოხდენას.ელჩმა ჩხიკვაძესთან ბურკის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა. მან მხოლოდ განაცხადა, რომ აშშ და საქართველო კარგი მეგობრები არიან, ამიტომ უთანხმოების გაჩენის შემთხვევაში საკითხები განიხილება როგორც პირად საუბრებში, ისე საჯარო განცხადებების საშუალებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24270/45/242704590_171:0:2900:2047_1920x0_80_0_0_47386d5fe6f8185f04f261ccdd8237c6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ბიძინა ივანიშვილი , პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ბიძინა ივანიშვილი , პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ივანიშვილი: საქართველოს ომში ჩათრევას ჯერ კიდევ ცდილობენ
15:39 27.07.2022 (განახლებულია: 21:58 27.07.2022) ივანიშვილს მიაჩნია, რომ ახლა „ქართულ ოცნებას“ აქვს შესაძლებლობა, თავისი ყურადღება კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებაზე გადაიტანოს.
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა, არ მისცა რა „გარკვეულ ძალებს“ ქვეყნის ომში ჩათრევის საშუალება, ნათქვამია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.
ივანიშვილმა, რომელსაც ოპოზიცია და ევროდეპუტატების ნაწილი ოლიგარქს უწოდებს და კულისებიდან ქვეყნის მართვაში ადანაშაულებს, ოთხშაბათს ხანგრძლივი დუმილი დაარღვია. როგორც ექს-პრემიერმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც წელიწად-ნახევრის წინ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა, ის ამ გადაწყვეტილებას იცავს.
„ამავდროულად, როგორც ამ ქვეყნის შვილი და მისი ერთ-ერთი გულშემატკივარი, ბუნებრივია, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მთელი ყურადღებით ვადევნებ თვალს“, – დაწერა ივანიშვილმა.
მისი თქმით, რეგიონში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე საქართველოს და მის მმართველ გუნდს გასული თვეების განმავლობაში ძალზე მტკივნეული პროცესების გავლა უწევდა და უწევს.
„საქართველოსთვის და მისი ხელისუფლებისთვის ვითარებას განსაკუთრებით ართულებს ის გარემოება, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია“, – აღნიშნა ივანიშვილმა.
როგორც ექს-პრემიერმა განმარტა, საქართველოს ხელისუფლებამ საფრთხის განეიტრალება შეძლო.
„უდიდესი სირთულეების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. ამ ძალისხმევის წყალობით საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული“, – განაცხადა ივანიშვილმა.
ამასთან, როგორც მმართველი პარტიის დამფუძნებელმა აღნიშნა, უკრაინაში ომის დასრულებამდე გარკვეული რისკები ჯერ კიდევ არსებობს და როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას მაქსიმალური სიფრთხილე მართებს.
„დღეს, როდესაც ომის უშუალო საფრთხე უკვე მაქსიმალურად არის განეიტრალებული, მიმაჩნია, რომ მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, თავისი ყურადღება მეტწილად კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რათა საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ბოლო პერიოდში მმართველი პარტიის ლიდერებმა არაერთი განცხადება გააკეთეს, სადაც გააკრიტიკეს საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის უკვე ყოფილი ელჩი კარლ ჰარცელი.
ის, რომ ჰარცელმა ითამაშა უარყოფითი როლი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში, 20 ივლისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დიპლომატის მისიის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მოგვიანებით კობახიძემ განმარტა, რომ ჰარცელი მოქმედებდა არა როგორც ელჩი, არამედ როგორც პოლიტიკოსი და რომ იგი ბოლომდე არ უყურებდა საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს.
რაც შეეხება დეგნანს, იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის სკანდალური განცხადების შემდეგ მოექცა ყურადღების ცენტრში. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 15 ივლისს განაცხადა, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე მას შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი კევინ ბურკი, რომელმაც განუცხადა, რომ ელჩი დაინტერესდა, თუ რატომ გამოიტანა მან გამამტყუნებელი განაჩენი და თუ რატომ აირჩია მოსამართლემ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა. ჩხიკვაძემ ეს შეაფასა, როგორც ანგარიშის ჩაბარების მოთხოვნა.
„ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან ელჩის მისამართით გაკეთებული არაერთი მოწოდების შემდეგ დეგნანმა განაცხადა, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოს არცერთი თანამშრომელი არ ცდილობს მოსამართლეზე ან რაიმე საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე ზეწოლის მოხდენას.
ელჩმა ჩხიკვაძესთან ბურკის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა. მან მხოლოდ განაცხადა, რომ აშშ და საქართველო კარგი მეგობრები არიან, ამიტომ უთანხმოების გაჩენის შემთხვევაში საკითხები განიხილება როგორც პირად საუბრებში, ისე საჯარო განცხადებების საშუალებით.