მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ილონ მასკმა რუსეთს „კეთილი მგზავრობა“ უსურვა

© AP Photo / Ringo H.W. Chiuილონ მასკი
ილონ მასკი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. კომპანია SpaceX-ის მფლობელმა ილონ მასკმა „კეთილი მგზავრობა“ უსურვა რუსეთს, რომელმაც 2024 წელს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პროექტიდან გასვლა გადაწყვიტა.

„Bon voyage“, — მიაწერა მასკმა Space.com-ის ტვიტერ-პოსტს „როსკოსმოსის“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

„როსკოსმოსის“ ახალმა ხელმძღვანელმა იური ბორისოვმა, რომელმაც თანამდებობაზე დმიტრი როგოზინი შეცვალა, გადაწყვეტილების თაობაზე უკვე აცნობა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. რუსეთი საკუთარი ორბიტული სადგურის აგებას გეგმავს 2028 წლიდან, რომელიც მთვარეზე ფრენების ბაზად შეიძლება იყოს გამოყენებული.
NASA-ში, რომელიც ევროპელ პარტნიორებთან ერთად 2030 წლამდე აპირებს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის გამოყენებას, რუსეთის პროექტიდან გასვლასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. იქ უბრალოდ განაცხადეს, რომ მოსკოვიდან ოფიციალური შეტყობინება არ მიუღიათ.
ყველა ახალი ამბავი
0