ე.წ. გეგეშიძის ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

© Tbilisi City Hall ე.წ.გეგეშიძის ბაღი
ე.წ.გეგეშიძის ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. თბილისის მერიამ ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ე.წ. გეგეშიძის ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო.
მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და ვაკის რაიონის ადმინისტრაციის უფროსი დავით კვინიკაძე ადგილზე გაეცნენ.
„ჩვენ დავიწყეთ კონსტანტინე გამსახურდიას სკვერის, ე.წ. გეგეშიძის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სკვერის ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებული იყო... პროექტის ფარგლებში კი ყველაფერი მოწესრიგდება. სულ მალე თბილისელებს განახლებული მწვანე სივრცე გაახარებს“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, სრულად შეიცვლება და მოწესრიგდება განათების და სარწყავი სისტემები. პროექტის ფარგლებში ასევე რესტავრაცია ჩაუტარდება კონსტანტინე გამსახურდიას ძეგლს. ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.
© Courtesy of Tbilisi City Hall ე.წ. გეგეშიძის ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება
Восстановление сада Гегешидзе началось в Тбилиси - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2022
ე.წ. გეგეშიძის ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება
გავრცელებული ინფორმაციით, სკვერის ტერიტორიაზე განახლდება საფეხმავლო ბილიკები, განთავსდება პარკის თანამედროვე ინვენტარი, გაჩნდება საბავშვო მოედანი, დაირგვება სხვადასხვა ხე-მცენარეები.
გარდა ამისა, სკვერს დაამშვენებს შადრევანი და რაც, მთავარია, ტერიტორია, სადაც ამჟამად კაფე-ბარია განთავსებული, სკვერს შეუერთდება.
პროექტის ღირებულება 500 ათასი ლარია.
ყველა ახალი ამბავი
0