მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროპაში გაზის საბირჟო ფასმა 2000 დოლარს გადააჭარბა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ევროპაში გაზის საბირჟო ფასები ათას კუბურ მეტრზე 2 ათას დოლარს აჭარბებს, რაც 7 პროცენტზე მეტი ზრდის მაჩვენებელია, ირკვევა ბირჟა ICE-ს მონაცემებიდან.
სავაჭრო სესიის დასაწყისში გაზის ფიუჩერსებმა, ორშაბათთან შედარებით, 0,5-პროცენტიანი ზრდა აჩვენა. მცირე კლების შემდეგ კოტირებების ზრდა დაჩქარდა და 12:48 საათისთვის (თბილისის დროით) 2 ათას დოლარს გადააჭარბა ათას კუბურ მეტრზე.
სამშაბათისთვის გაზის მაქსიმალური ფასი 2.003,2 დოლარი იყო ათას კუბურ მეტრზე (ზრდა 7,5 პროცენტით).
ევროპაში გაზის ფასი მას შემდეგ გაიზარდა, რაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ გაზის მიწოდების შემცირებას გეგმავს „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ით. როგორც რუსულ კომპანიაში აცხადებენ, 27 ივლისიდან მაგისტრალის ნომინალური სიმძლავრის მხოლოდ 20 პროცენტი იქნება გამოყენებული მიწოდებებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0