მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ფხენიანი კორეის მეორე ომით იმუქრება: საგარეო უწყება განცხადებას აქვეყნებს

© photo: Sputnik / ilya Pitaliov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ჩრდილოეთ კორეამ აშშ და სამხრეთ კორეა საომარი მოქმედებების გაღვივებაში დაადანაშაულა, რამაც შეიძლება „კორეის მეორე ომი“ გამოიწვიოს, წერს სააგენტო Bloomberg ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით.
ფხენიანის განცხადებით, ორი ქვეყნის ერთობლივი სამხედრო წვრთნები კორეის ნახევარკუნძულზე ვითარებას ამძიმებს. მან მოკავშირეები „ურდოდ“ მოიხსენია, რომელიც „ომის საშინელებების“ პროვოცირებას ახდენს.

„წინასწარ ვერავინ იტყვის, როდის გადაიზრდება აშშ-ისა და სამხრეთ კორეის სხვადასხვა ერთობლივი წვრთნები კორეის მეორე ომში“, — ნათქვამია დიპლომატიური უწყების განცხადებაში.

ფხენიანში ამბობენ, რომ კორეის რეგიონში მშვიდობის გარანტიები ვერ განხორციელდება მანამ, სანამ იქ აშშ-ის სამხედრო კონტინგენტი რჩება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო მანევრები შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ მიმდინარე თვეში ჩაატარეს მოიერიშე თვითმფრინავ F-35A-ების მონაწილეობით. აგვისტოში კი ორი ქვეყნის არმიების ერთობლივი საზაფხულო საველე წვრთნები იგეგმება, რომელიც ბოლო წლებში პირველად ჩატარდება რეალურ რეჟიმში და არა სიმულაციური ან შტაბების წვრთნების სახით. სეული და ვაშინგტონი წვრთნების გააქტიურებას ჩრდილოეთ კორეის მხრიდან გაზრდილი საფრთხით ხსნიან.
როგორც სააგენტო წერს, ჩრდილოეთ კორეა აშშ–სამხრეთ კორეის წვრთნებს ათწლეულების განმავლობაში უწოდებდა „შეჭრის პრელუდიას“. ამჟამინდელი განცხადება კი მაშინ გაკეთდა, როდესაც ორივე კორეა ნახევარკუნძულზე 1950-1953 წლების ომის დამთავრების 69-ე წლისთავს ზეიმობს.
აღსანიშნავია, რომ კორეის ნახევარკუნძული ფორმალურად ჯერ კიდევ ომის მდგომარეობაშია, ვინაიდან კორეის ომი დასრულდა ზავით და არა სამშვიდობო ხელშეკრულებით. 27 ივლისის ზავს, ერთი მხრივ, ხელი მოაწერეს ჩრდილოეთ კორეისა და ჩინეთის ჯარების მეთაურებმა, ხოლო მეორე მხრივ – შეერთებულმა შტატებმა, გაეროს დროშით. სამშვიდობო ხელშეკრულება კი აქამდე არ გაფორმებულა. ამის მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეა ამ დღეს გამარჯვების დღედ აღნიშნავს.
შეერთებული შტატები წლების განმავლობაში აცხადებს, რომ თუ ჩრდილოეთ კორეას ოფიციალური სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება და დიპლომატიური ურთიერთობები სურს, მან უნდა შეაჩეროს ბირთვული იარაღის პროგრამა.
წყარო: Bloomberg
ყველა ახალი ამბავი
0