ფსიქოლოგიური ტესტი „საძინებელი“: რაზე მიგანიშნებთ ქვეცნობიერი?

© Pixabay / keresi72საძინებელი ოთახი
საძინებელი ოთახი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
ადამიანის ფსიქიკა ღრმად სიმბოლურია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გარშემო არსებულ ობიექტებს მხოლოდ პრაქტიკული დანიშნულება კი არ აქვთ, არამედ ჩვენს შინაგან მდგომარეობასაც ასახავს.
მაგალითად, საძინებელი, ჩვეულებრივ, არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ, მოდუნდეთ, პარტნიორთან ერთად დაიძინოთ. მაგრამ ფსიქოანალიზის თვალსაზრისით, ეს არის სივრცე, რომელიც პიროვნების შინაგან ბუნებასა და თვისებებს ასახავს.
საძინებელში თითოეულ ნივთს, თუნდაც ისეთ უმნიშვნელოს, როგორიცაა რბილი სათამაშო, შეუძლია „გაამხილოს“, რა გრძნობები იმალება ფსიქიკის სიღრმეში.
ფსიქოანალიტიკური ტესტი, რომელსაც დღეს გთავაზობთ, გამოავლენს, რეალურად რა გრძნობები და ემოციები იმალება თქვენს ქვეცნობიერში და რა არის მათი ჭეშმარიტი წყარო.
ამისათვის უნდა წარმოიდგინოთ, რომ ახალი საძინებელი გაქვთ, რომელშიც დგას საწოლი და წიგნების კარადა, იატაკზე ხალიჩა აგია, ხოლო კედლებზე ნახატებია ჩამოკიდებული. საწოლზე დევს რბილი სათამაშო, მის წინ ბურთი აგდია, ფანჯრიდან კი უცნობი ხედი იშლება.
ამის შემდეგ უპასუხეთ ერთადერთ შეკითხვას: რას გააკეთებთ პირველ რიგში, როდესაც ოთახში შეხვალთ?
პასუხის ვარიანტები ასეთია:
ფანჯარაში გავიხედავ;
ხალიჩაზე წამოვწვები;
რბილ სათამაშოს ჩავეხუტები;
ბურთს დავარტყამ;
წიგნებს გადავფურცლავ;
საწოლზე დავწვები;
კედელზე სურათებს დავათვალიერებ.
პასუხის შემდეგ შეგიძლიათ ნახოთ – რაზე მეტყველებს თქვენი არჩევანი.
ფანჯრის ფარდა - Sputnik საქართველო
თუ ფანჯარაში გაიხედავთ

ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალზე დიდ იმედებს ამყარებთ. გრძნობთ, რომ საჭიროა ცვლილებები, რომ საჭიროა ახალი ფურცელი გადაშალოთ — ან ყველაფერი თავიდან დაიწყოთ, ან სხვა მიმართულება აირჩიოთ ცხოვრებაში.

ძაღლი ხალიჩაზე - Sputnik საქართველო
თუ ხალიჩაზე დაწვებით

ეს იმაზე მეტყველებს, რომ გარკვეული პიროვნული ასპექტების დამალვას ცდილობთ: შესაძლოა, გეშინიათ იყოთ ისეთი, როგორც ხართ, გამოაჩინოთ საკუთარი დაუცველობა და სისუსტე. სავარაუდოდ, თავს ხშირად „საკუთარ ტყავში“ ვერ გრძნობთ, გგონიათ, რომ არასწორ ადგილზე მოხვდით, იქიდან საერთოდ გაქრობის სურვილი გიჩნდებათ.

განშლაშეკუმშვა
Сладкий сон - будильник и игрушка рядом с книгой - Sputnik საქართველო
თუ რბილ სათამაშოს ჩაეხუტებით

ამ ნაბიჯით თქვენი ქვეცნობიერი ამხელს, რომ თავს მარტოსულად გრძნობთ და ამის გამო შფოთვა გეუფლებათ. ამიტომაც ცდილობთ დაამყაროთ ნებისმიერი სახის კავშირი სხვებთან, რათა მარტოობის განცდა შეასუსტოთ.

Официальные мячи Лиги наций - Sputnik საქართველო
თუ ბურთს დაარტყამთ

საწოლთან დაგდებული ბურთი თითქოს გიბიძგებთ განდევნოთ აზრები, რომლებიც სიმშვიდეს გირღვევთ. ბურთის დარტყმა ემოციების გადმოფრქვევის სურვილზე მეტყველებს, რასაც ყოველთვის ვერ აკეთეთ ისე, როგორც გსურთ. გარდა ამისა, ბურთის დარტყმის სურვილი შეიძლება შინაგან, ფარულ აგრესიაზეც მიანიშნებდეს, რომელიც გამოსავალს ეძებს.

განშლაშეკუმშვა
წიგნები კალათში - Sputnik საქართველო
თუ წიგნებს გადაფურცლავთ

ეს ზრდისა და განვითარების სურვილზე მეტყველებს. შესაძლოა, თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები იხსნებოდეს, და თქვენც მზად იყოთ ახალი გამოცდილებისთვის. ხოლო თუ წიგნებზე მხოლოდ სათაურებს დახედავთ ისე, რომ არ გადაშლით მათ, ე.ი. ცხოვრების რომელიღაც პერიოდს ამთავრებთ, მაგრამ ჯერ არ ხართ მზად იმისთვის, რომ წარსულს საბოლოოდ დაემშვიდობოთ.

განშლაშეკუმშვა
ბალიშები საწოლში - Sputnik საქართველო
თუ საწოლზე დაწვებით

ეს იმაზე მიანიშნებს, რომ სიახლოვეს, მფარველობასა და გაგებას ეძებთ. თუ საწოლზე დაუყონებლივ დაწოლას გადაწყვეტთ, ე.ი. რეალობისა და გარკვეული პასუხისმგებლობის წინაშე დგომა გიჭირთ. ეს ასევე შეიძლება მეტყველებდეს სტრესულ პერიოდზე, რომელსაც უკვე დიდი ხანია განიცდით, და რომელმაც უკვე საშინლად დაგღალათ.

განშლაშეკუმშვა
სმირნოვების სახლ-მუზეუმის ერთ-ერთი ოთახი - Sputnik საქართველო
თუ სურათებს დაათვალიერებთ

ეს იმაზე მეტყველებს, რომ საკუთარი თავის მიღება გიჭირთ — ან ფიზიკურად, ან ემოციურად. გამორიცხული არ არის, იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდეთ, რომლებიც ჩრდილში დგომას არჩევენ, მაგრამ აქვთ დაუძლეველი სურვილი იმისა, რომ თავი წარმოაჩინონ. თქვენი ქვეცნობიერი ცდილობს გითხრათ, რომ დროა უფრო აქტიური სოციალური ცხოვრება დაიწყოთ და უფრო გახსნილი იყოთ ადამიანებისთვის.

განშლაშეკუმშვა
ყველა ახალი ამბავი
0