„დიდგორი“ სვანეთში კონცერტებს გამართავს

© courtesy of Didgori Choirანსამბლი "დიდგორი"
ანსამბლი დიდგორი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
„დიდგორი“ გასტროლებით მოგზაურობს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ.
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ქართული ვოკალური ანსამბლი „დიდგორი“ სვანეთის რეგიონში 3-6 აგვისტოს საკონცერტო ტურნეს გამართავს.
4 აგვისტოს ტურნეს ფარგლებში „დიდგორი“ სოფელ ადიშში „ლიჩანიშობის“ დღესასწაულში მიიღებს მონაწილეობას, მეორე დღეს კი გუნდი ლენტეხის მოსახლეობის წინაშე წარდგება.
სვანეთში ტურნე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება.
მგალობელ მომღერალთა გუნდი „დიდგორი“ 2004 წელს შეიქმნა. მისი დებიუტი 2006 წელს შედგა. „დიდგორის“ საშემსრულებლო სტილი ტრადიციულია და საზრდოობს საარქივო ჩანაწერებით, ანსამბლი ეძებს და აღადგენს ძველ ოსტატთა ნამღერ ვარიანტებს.
2012 წლიდან ანსამბლი პროექტის „ჩემო კარგო ქვეყანავ“ ფარგლებში მართავს კონცერტებს რეგიონების ადგილობრივ მომღერლებთან ერთად.
ქართული სიმღერის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის ნომინაციაში „ახალი თაობა“ „დიდგორს“ გადაეცა ფონდ „ქართული გალობის“ ჯილდო და სიგელი (2015). ანსამბლი 2015-2016 წლებში საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე პირველ ადგილზე გავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0