ქართველმა ძიუდოისტმა ოლიმპიურ ფესტივალზე პირველი ოქროს მედალი მოიგო

© Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaდავით ლომიტაშვილი
დავით ლომიტაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ქართველი ძიუდოისტი დავით ლომიტაშვილი სლოვაკეთის ქალაქ ბანსკა-ბისტრიცაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონი გახდა.
ინფორმაციას ქართველი სპორტსმენის წარმატების შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ლომიტაშვილმა ფინალურ დაპირისპირებაში აზერბაიჯანელი მურად ალიევი იპონით დაამარცხა და მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუპოვა.
კიდევ ერთი მედალი, ამჯერად ბრინჯაო, ძიუდოისტმა დავით ქარელმა (60 კგ) მოიპოვა.
კონტინენტის ზაფხულის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს სლოვაკეთის ქალაქი ბანსკა-ბისტრიცა მასპინძლობს, სადაც სპორტის ათ სახეობაში 48 ქვეყნის 3000-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. საქართველოდან ფესტივალში 28 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას შვიდ სახეობაში: ძიუდო, ცურვა, ველოსპორტი, ბადმინტონი, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, სპორტული ტანვარჯიში.
ყველა ახალი ამბავი
0