Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19 საქართველოში: ბოლო კვირის მონაცემები

© photo: Sputnik / Aram Nersesyanლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
შვიდდღიანი ტესტირების დადებითობის საშუალო მაჩვენებელია 13,81%.
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. საქართველოში ბოლო კვირაში (18–24 ივლისი) კორონავირუსის 10.253 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 1.686.218 შემთხვევა.
ბოლო კვირაში გამოჯანმრთელდა 7.508 ადამიანი (პანდემიის დასაწყისიდან – 1.658.189).
კვირის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა ხუთი პაციენტი, პანდემიის დასაწყისიდან – 16.859 ადამიანი.
ბოლო კვირაში ჩატარებულია 74.245 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 64.452, PCR–ტესტით – 9.793.
ბოლო შვიდ დღეში დადებითობის საშუალო მაჩვენებელი 13,81%-ია.
კოვიდ-სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ამგვარია:
თბილისი – 5.904
აჭარა – 1.317
იმერეთი – 1.001
სამეგრელო–ზემო სვანეთი – 494
ქვემო ქართლი – 349
კახეთი – 344
გურია – 275
შიდა ქართლი – 271
მცხეთა-მთიანეთი – 145
სამცხე-ჯავახეთი – 97
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 56
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0