ცესკოს თავმჯდომარის არჩევნები: გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადი შეიტანა

© CEC of Georgiaგიორგი კალანდარიშვილი
გიორგი კალანდარიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
დაიკავებს თუ არა გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარის პოსტს მესამედ, ჯერჯერობით უცნობია.
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მოქმედმა თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნული პოსტის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობა გადაწყვიტა და განაცხადი შეიტანა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს ორი წევრის თანამდებობებზე კონკურსი 13 ივლისს გამოაცხადა.
აგვისტოში კალანდარიშვილისა და ცესკოს წევრების – მაია ზარიძისა და გია ცაცაშვილის უფლებამოსილების ვადა იწურება. პარლამენტმა სამივე მათგანი თებერვალში ექვსი თვის ვადით აირჩია.
კალანდარიშვილი მმართველი პარტიის მხარდაჭერით ცესკოს თავმჯდომარე პირველად გასული წლის აგვისტოში გახდა ექვსი თვით. ის მეორედ ამ თანამდებობაზე ამავე ვადით მიმდინარე წლის თებერვალში აირჩიეს.
კალანდარიშვილის თქმით, რეფორმებმა და პროგრესმა, რომელიც მისი ხელმძღვანელობით ცესკოში იქნა მიღწეული, მას საკუთარი ძალების კიდევ ერთხელ მოსინჯვისკენ უბიძგა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარისა და ორი წევრის თანამდებობებზე განაცხადების მიღების ვადა 26 ივლისს იწურება.
ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე განაცხადების მიღების ვადა იწურება>>>
კანდიდატი ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე 25 წელს ზემოთ, უპარტიო, უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და თავისუფლად ფლობდეს სახელმწიფო ენას.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადების მიღება 26 ივლისს დაიწყო.
რეგლამენტის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარე და კომისიის წევრები ხუთი წლის ვადით პარლამენტში ამჟამად წარმოდგენილი დეპუტატების 2/3-ის მხარდაჭერით აირჩევა. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ასეთ მხარდაჭერას, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა, და კანდიდატი, რომელიც მიიღებს დეპუტატთა ხმების უბრალო უმრავლესობას (76 ხმას) საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე გახდება. მაგრამ ამ შემთხვევაში უფლებამოსილების ვადა ექვს თვეს შეადგენს.
ამჟამად მმართველ პარტიას პარლამენტში 84 დეპუტატი ჰყავს.
ყველა ახალი ამბავი
0