ბრიფინგი: „ქართულ-რუსული ურთიერთობები - როგორ გამოვიდეთ ჩიხიდან"

© photo: SputnikSputnikPro - მიკროფონი
SputnikPro - მიკროფონი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
დამოუკიდებელი ექსპერტის მაია ნიკოლეიშვილის ბრიფინგი თემაზე „ქართულ-რუსული ურთიერთობები - როგორ გამოვიდეთ ჩიხიდან" „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში ოთხშაბათს, 27 ივლისს, 14:00 საათზე გაიმართება.
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის, საქართველოს მმართველი პარტიის წარმომადგენლებისა და ევროპელი პოლიტიკოსების ურთიერთბრალდებების ფონზე საინტერესოა, როგორ განვითარდება თბილისისა და მოსკოვის ურთიერთობები? რას ელოდებიან რიგითი მოქალაქეები ხელისუფლებისგან? აღდგება თუ არა ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა? უნდა ველოდოთ თუ არა რუსეთისგან პოზიტიურ ნაბიჯებს იმის ფონზე, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციები არ დააწესა და უხეში რიტორიკისგან თავს იკავებს?
ბრიფინგის მსვლელობისას ამ და სხვა აქტუალურ კითხვებს უპასუხებს:
- დამოუკიდებელი ექსპერტი, ანალიტიკოსი მაია ნიკოლეიშვილი.
მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ ბრიფინგში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.
აკრედიტაცია:
E-mail: media@sputnik-georgia.com;
ტელ: +995555908977.
„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com.
ყველა ახალი ამბავი
0