მანგლისში მუსიკალური ფესტივალი „ბეგა-ფესტი“ იწყება: ცნობილია თარიღი

© courtesy of Manglisi Development Foundationმანგლისი
მანგლისი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. მუსიკალური ფესტივალი „ბეგა-ფესტი“, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ორი წლის განმავლობაში არ ჩატარებულა, მანგლისის ცენტრალურ პარკში 6 აგვისტოს დაიწყება.
ორდღიან მუსიკალურ ფესტივალზე სტუმრებს საშუალება ექნებათ, მოუსმინონ ადგილობრივ არტისტებს, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებს, ჯგუფს „ბანი“, დათო კენჭიაშვილსა და ასევე ჯგუფ REGGAEON-ს.
სპეციალურად მანგლისობის დღესასწაულისთვის „ბეგა-ფესტს“ ლიეტუვის ანსამბლი „ავე ვიტა“ ეწვევა, ელექტრონულ მუსიკას კი ჩინეთში მოღვაწე ქართველი დიჯეი DMC JORJ და ადგილობრივი გიჯეი DJ TSUCUYOMI მოამენინებენ დამსწრეებს. ამ უკანასკნელის დებიუტი წარმატებით შედგა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კლუბში Khidi (თბილისი).
მუსიკის გარდა, ფესტივალზე სტუმრებს უამრავი გასართობი ელოდებათ. ცენტრალურ პარკში ღია ცის ქვეშ ეთნობაზრობა მოეწყობა, მსურველები შეძლებენ სამაგიდო და სპორტულ თამაშებში მონაწილეობას, ბავშვებისთვის კი დასასვენებელი ზონა და გასართობი სივრცეები მოეწყობა.
ყველა ახალი ამბავი
0