მოსაზრება: ბაიდენი საუდის არაბეთში მიფრინავს, პუტინი კი ირანში

© photo: Sputnik / Sergei Guneev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
დავიდ ნარმანია
დღეს ჯო ბაიდენის, შესაძლოა, საკვანძო მოგზაურობა იწყება მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში და ნამდვილად გადამწყვეტი — მისი პოლიტიკური კარიერისთვის. ის ისრაელსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ეწვევა, ხოლო მისი მარშრუტის საბოლოო წერტილი საუდის არაბეთი იქნება.
მოლაპარაკებები გაიმართება არა მხოლოდ ერ-რიადთან, არამედ სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს ექვს სხვა ქვეყანასთან, ასევე ეგვიპტის, ერაყისა და იორდანიის მოწვეულ ლიდერებთან. ახლო აღმოსავლეთის ტურს შეუძლია განსაზღვროს რეგიონის ბედი მომდევნო წლებისა და ათწლეულების განმავლობაშიც კი. და, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენს გლობალური პროცესების განვითარებაზე. თუმცა რიგის მიხედვით მივყვეთ.
შეერთებული შტატები ახლა რეკორდულ ინფლაციას განიცდის, რაც საწვავის ფასების ზრდითაა გამოწვეული. რიგით ამერიკელებს კი სულ უფრო უჭირთ დაიჯერონ ლეგენდა „პუტინისეული გაძვირების" შესახებ — ოვალური კაბინეტის ამჟამინდელი მფლობელის მწვანე პოლიტიკის შესახებ მოგონებები ჯერ კიდევ ცოცხალია.
ამას ემატება ისიც, რომ ამომრჩევლები უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ გაყო, რომელმაც გააუქმა გადაწყვეტილება საქმეზე „როუ უეიდის წინააღდეგ“, რომლითაც 40 წლის განმავლობაში იყო გარანტირებული აბორტის კონსტიტუციური უფლება. ახლა კი ეს საკითხი შტატების ხელისუფლებების კომპეტენციაში გადავიდა.
ამ ფონზე ბაიდენის საზოგადოებრივი მხარდაჭერის რეიტინგი კატასტროფულ 30 პროცენტამდე დაეცა. ზოგადად, ქვეყანა საგანგაშო ტემპით „კონფედერალიზდება“, და დემოკრატები არა მხოლოდ კონგრესის შუალედურ არჩევნებში (ნოემბერში), არამედ მომავალ საპრეზიდენტო კამპანიაშიც რისკავენ მარცხით.
სიტუაციის გამოსასწორებლად აშშ-ის პრეზიდენტი იძულებულია მთხოვნელის სახით წავიდეს ქვეყანაში, რომელსაც ცოტა ხნის წინ „შერისხულ ქვეყნად“ გადაქცევას დაჰპირდა — საუდის არაბეთში.
ბაიდენის მიერ გააფთრებულად დაგმობილი საუდის არაბეთის პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა დრო არ დაკარგა და ვიზიტისთვის მოემზადა — ივნისის ბოლოს იგი ეგვიპტესა და თურქეთს — სუნიტური სამყაროს საკვანძო ქვეყნებს ეწვია. საჯარო სივრცეში საუბარი იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. მაგრამ აშკარაა, რომ ამერიკის პრეზიდენტის მოგზაურობის წინ რეგიონულმა მოთამაშეებმა თავიანთი პოზიციების კონსოლიდაცია მოახდინეს.
და, აი, ბაიდენისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი მოვლენის წინ, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით, ცნობილი ხდება, რომ მისი მოგზაურობის შემდეგ ვლადიმირ პუტინი არა მხოლოდ მოლაპარაკებებს გამართავს რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან, არამედ თეირანსაც ეწვევა საამისოდ — „ასტანის ფორმატის“ სამიტში მონაწილეობის მისაღებად.
რა თქმა უნდა, სირიის შესახებ მოლაპარაკებების ასეთი მაღალი დონე შეიძლება აიხსნას თურქეთის გეგმებით — ჩაატაროს იქ მორიგი სპეცოპერაცია ქურთული ფორმირებების წინააღმდეგ, რომლებსაც აშშ აქტიურად უჭერს მხარს. ერაყში მსგავსი ოპერაცია თითქმის სამი თვეა მიმდინარეობს. დამასკი მსგავს ნაბიჯს სუვერენიტეტის დარღვევად მიიჩნევს, თუმცა ამ ტერიტორიას ნამდვილად ვერ აკონტროლებს — მას ვაშინგტონის მიერ დაფინანსებული და მხარდაჭერილი „სირიის დემოკრატიული ძალები“ ​​აკონტროლებენ, რომელთა ბირთვი ქურთების თავდაცვის დანაყოფებია. ისინი ასადისგან ფართო ავტონომიას მოითხოვენ. ანკარას, თავის მხრივ, სურს შექმნას 30-კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონა სირიის ჩრდილოეთში.
განშლის გათვალისწინებით, ცხადია, რომ მოსკოვსაც და ვაშინგტონსაც ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ ანკარის ამ გეგმების მიმართ.
შეერთებული შტატების პოზიციის შესაცვლელად ერდოღანმა გარკვეული მოქნილობა გამოიჩინა შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების საკითხში. ის ამ ქვეყნების გაწევრიანებას დათანხმდა, მაგრამ სკანდინავიის დემოკრატიები აიძულა, უარი ეთქვათ ნაქებ ჰუმანისტურ ღირებულებებზე — მათ ფაქტობრივად დაადასტურეს ქურთების თურქეთში ექსტრადიცია, თუმცა რამდენიმე თვით ადრე ასეთ სცენარს წარმოუდგენელს უწოდებდნენ.
აქ, რა თქმა უნდა, ვაჭრობის დამთავრებამდე ჯერ კიდევ შორსაა: ფორმალურად სტოკჰოლმი და ჰელსინკი დათანხმდნენ ანკარის პირობებს, მაგრამ ალიანსის მადრიდის სამიტის შემდეგ განაცხადეს, რომ ექსტრადიციაზე საუბარი არ ყოფილა. სიმართლე რომ ვთქვათ, მემორანდუმი იძლევა გარანტიას, რომ მოქალაქეების ექსტრადიციის შესახებ ყველა მოთხოვნა „დაწვრილებით იქნება განხილული“, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი დაკმაყოფილდება. ისე, ასეთ შემთხვევაში ანკარის თანხმობა ნატოში ახალი წევრების მიღებაზე ასევე არ ნიშნავს იმას, რომ ისინი რეალურად გახდებიან ბლოკის წევრები — გადაწყვეტილება ჯერ პარლამენტში რატიფიცირებას საჭიროებს.
ახლა ერდოღანს სირიის გეგმების კრემლთან შეთანხმება მოუწევს. საკითხავი ისაა, რის შესათავაზებლადაა ის მზად აშშ-ის მოკავშირეებთან ბრძოლისთვის მოკავშირე რუსეთის ტერიტორიაზე.
ორ ქვეყანას შორის კონტაქტები ბოლო წლებში ძალიან აქტიურად ვითარდება, მიუხედავად თურქეთის ნატოს წევრობისა. აფურთხებს რა ბლოკურ სოლიდარობას, ანკარა ძალიან დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს და უარს ამბობს ანტირუსულ სანქციებთან მიერთებაზე. თუმცა არც კიევისთვის დრონების მიწოდებას არ წყვეტს.
მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობა საიუველირო დიპლომატიას მოითხოვს: დაპირისპირების პოტენციალი ძალიან დიდია ორივე სახელმწიფოს მჭიდრო სიახლოვისა და ამბიციების გამო. დასავლეთთან უწყვეტი ინტეგრაცია თურქეთს რუსეთთან დაპირისპირებაში ჩართვით ემუქრება, ხოლო ერდოღანის იდეები დიდი თურანის შექმნის შესახებ, რომელიც ყველა თურქ ხალხებს მოიცავს, პირდაპირ ემუქრება რუსეთის სუვერენიტეტს. მაგრამ ეს პროექტი ჯერ კიდევ შორს არის იმ ეტაპისგან, სადაც უშუალო დაპირისპირების შესაძლებლობა ჩნდება. თანაც ასეთი სცენარი ორივე მხარისთვის უკიდურესად უსიამოვნო შედეგებს გამოიწვევს.
ამავდროულად, რუსეთსა და თურქეთს ძალიან დიდი სივრცე აქვთ თანამშრომლობისთვის: თუნდაც ეკონომიკური ასპექტების გაუთვალისწინებლად, ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობა და ჰარმონია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის.
ასე რომ, გულუბრყვილო იქნება იმის დაჯერება, განსაკუთრებით, თეირანის სამიტის ასეთ მაღალ დონეზე სწრაფი მოლაპარაკებების ფონზე, რომ მომავალი მოლაპარაკებები მხოლოდ სირიაზე იქნება ფოკუსირებული. ხოლო იმის გასაგებად, თუ რაზე შეიძლება იყოს იქ საუბარი, საჭიროა, რომ რეგიონს მთლიანობაში შევხედოთ.
მეორე ყველაზე მნიშვნელოვან ტექტონიკურ განხეთქილებად ახლო აღმოსავლეთში, არაბეთ-ისრაელის კონფლიქტის შემდეგ, შეიძლება საუდის არაბეთსა და ირანს შორის დაპირისპირება ჩაითვალოს. ძველი რელიგიური წინააღმდეგობები სუნიტებსა და შიიტებს შორის პოლიტიკურ პრობლემებთანაა კავშირში: 2016 წელს ქვეყნებმა კიდევ ერთხელ გაწყვიტეს დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ 2021 წლიდან დიალოგის აღდგენის პერსპექტივები შეინიშნება.
და თუ რუსეთი დაინტერესებულია მთავარ რეგიონულ მოთამაშეებს შორის, უპირველეს ყოვლისა საკუთარი უსაფრთხოების გამო, სტაბილური ურთიერთობებით — რადგან არასტაბილურ ახლო აღმოსავლეთში ყოველთვის არის სხვა „ისლამური სახელმწიფოს“ გაჩენის რისკი – მაშინ რეგიონში მშვიდობა შეერთებული შტატებისთვის მხოლოდ იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც ვაშინგტონს წვდომა აქვს ნავთობის საჭირო ფასად მიწოდებაზე. ამისთვის კი მშვიდობა აუცილებელი არ არის, საკმარისია მხოლოდ საბადოების კონტროლი — იგივე სირიის მაგალითზე.
მაგრამ მოსკოვის შუამავლობით ერ-რიადის თეირანთან შერიგება საბოლოოდ გააცამტვერებს აშშ-ის მცდელობებს, იზოლაციაში მოაქციოს რუსეთი და „ცივილიზებული სამყარო“ იაფი საწვავით უზრუნველყოს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0