აზარაშვილმა ორგანოთა ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის პირველი ბენეფიციარი მოინახულა

© Ministry of Refugees, Labor, Health and Social Affairs of Georgiaზურაბ აზარაშვილი
ზურაბ აზარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის ახალი სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდა.
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ჭიათურაში ორგანოთა ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის პირველი ბენეფიციარი მოინახულა.
დავით ჩხაიძე პირველი პაციენტია, ვინც საქართველოში აღნიშნული პროგრამით ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა. ამ ოპერაციისთვის სახელმწიფომ 70 ათასი ლარი გამოყო.
აზარაშვილი სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად დავით ჩხაიძის რეაბილიტაციის პერიოდით დაინტერესდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო. პაციენტს ოპერაცია მარტის ბოლოს გაუკეთეს და ახლა ის თავს კარგად გრძნობს.
ამჟამად ჩხაიძე გეგმურ რეაბილიტაციას ბინაზე აგრძელებს. ის ასევე უფასოდ იტარებს საჭირო კვლევებს და იღებს მედიკამენტებს.
© Ministry of Refugees, Labor, Health and Social Affairs of Georgiaაზარაშვილმა ორგანოთა ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის პირველი ბენეფიციარი მოინახულა
Глава минздрава Зураб Азарашвили навестил первого бенефициара госпрограммы трансплантации органов - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2022
აზარაშვილმა ორგანოთა ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის პირველი ბენეფიციარი მოინახულა
საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის ახალი სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდა, რომელიც ღვიძლის ტრანსპლანტაციას აფინანსებს – თანამონაწილეობით. პროგრამა ასევე ფარავს ოპერაციის მოსამზადებელ პერიოდს, შემდგომი რეაბილიტაციისა და მედიკამენტების ხარჯებს.
ღვიძლის გადანერგვის პირველი ოპერაცია აჭარაში 2013 წელს ჩატარდა. თუმცა, მაშინ ეს ოპერაციები მხოლოდ აჭარაში კეთდებოდა. დღეს პაციენტებს, რომლებსაც ადრე მსგავსი ოპერაციების ჩასატარებლად საზღვარგარეთ გამგზავრება უწევდათ, უკვე შეუძლიათ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება ქართულ კლინიკებში მიიღონ.
ღვიძლის ტრანსპლანტაცია ბევრად ეფექტური და ძალიან ხშირად ერთადერთი რადიკალური მეთოდია ღვიძლით დაავადებული ადამიანების სამკურნალოდ. დაავადებებს შორისაა ღვიძლის ციროზი, ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეები. საქართველოს კანონმდებლობით, ორგანოს გადანერგვისას დონორი აუცილებლად პაციენტის ნათესავი უნდა იყოს.
ყველა ახალი ამბავი
0