მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სასწრაფოდ წაშალეთ ტელეფონებიდან ეს აპები: Zscaler-ი ანდროიდების მფლობელებს აფრთხილებს

© Pixabay / Pexels
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. დღეს ცხოვრების ყველა სფეროსთვის არსებობს მობილური დანართები — იქნება ეს ავტომობილებზე სათვალთვალო კამერების ადგილმდებარეობის ამოცნობა, წონის დაკლების დამხმარე პროგრამები თუ სხვა, რომ აღარაფერი ვთქვათ მესინჯერ WhatsApp-სა და Telegram-ზე. მაგრამ ზოგი აპი სასწრაფოდ უნდა წაშალოთ ტელეფონიდან, ვინაიდან ისინი დავირუსებულია, წერს გერმანული გამოცემა Abendblatt-ი.
როგორც გამოცემა წერს, Google Play Store, ზოგადად, ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო წყაროდ მიიჩნევა ანდროიდების აპლიკაციების მოძიება-ინსტალაციისთვის, მაგრამ ახლახან კრიმინალებმა მასში მავნე პროგრამის შეყვანა მოახერხეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მავნე „ტროიანის“ სამი განხვავებული ოჯახი ამერიკული კომპანია Zscaler-ის სპეციალისტებმა აღმოაჩინეს 50-ზე მეტ აპლიკაციაში. ეს კომპანია ინფორმაციის უსაფრთხოებაზეა სპეციალიზებული. კომპანიის თანამშრომლებმა უკვე აცნობეს Google Android-ის უსაფრთხოების გუნდს თავიანთი დასკვნების შესახებ.
მათი თქმით, ანდროიდების ნებისმიერმა მფლობელმა, რომელსაც ტელეფონზე ამ აპებიდან რომელიმე აქვს ინსტალირებული, დაუყოვნებლივ უნდა წაშალოს ის თავისი მოწყობილობიდან. ამასთან ის მხოლოდ ეკრანიდან კი არ უნდა გააქროს, არამედ რეალურად უნდა წაშალოს.
მავნე აპლიკაციები ძირითადად იყოფა ისეთ კატეგორიებად, როგორებიცაა: კომუნიკაცია, ჯანმრთელობა, პერსონალიზაცია, ფოტოგრაფია და ხელსაწყოები.
მათ შორისაა:
Text Emoji SMS,
Send SMS,
Fonts Emoji Keyboard,
Private Messenger,
Smart SMS Messages,
Camera Translator-ი და სხვები.
დაზიანებული აპების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ Аbendblatt-ის საიტზე.
იმისათვის, რომ საფრთხე მინიმუმამდე შეამციროთ, შემდეგ მარტივი წესები უნდა დაიცვათ:
ყურადღება მიაქციეთ წვდომის უფლებებს. მაგალითად, ავტომობილების კონტროლის კამერების აპს არ სჭირდება წვდომა თქვენს კონტაქტებსა და მიკროფონზე.
არ დააინსტალიროთ არასაჭირო აპლიკაციები. ზოგ მობილურ ტელეფონს უკვე აქვს დაინსტალირებული საკუთარი აპლიკაციები.
წაიკითხეთ, როგორ აფასებენ ადამიანები აპს. თავი შეიკავეთ ისეთი აპების ჩამოტვირთვისგან, რომლებსაც ცუდი კომენტარები აქვს, ან მისი რეიტინგი უკვე ძალიან ძველია.
უმჯობესია დააინსტალიროთ მხოლოდ ექსპერტების მიერ რეკომენდებული აპები. პროფილური საიტები, როგორც წესი, დიდი ყურადღებით აკვირდებიან აპლიკაციის უსაფრთხოებას.
წყარო: Abendblatt
ყველა ახალი ამბავი
0