უზენაესი სასამართლო მოსამართლე ლევან ბარდაველიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
ლევან ბარდაველიძის მოულოდნელი გარდაცვალება დიდი დანაკარგია მთლიანად სასამართლო სისტემისთვის, აღნიშნეს უზენაეს სასამართლოში.
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. საქართველოს უზენაესი სასამართლო მწუხარებას გამოთქვამს ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ლევან ბარდაველიძის გარდაცვალების გამო, ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოსამართლე ლევან ბარდაველიძე 26 ივლისს ავარიის შედეგად გარდაიცვალა.

„გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ბატონი ლევანის ოჯახს, ნათესავებსა და კოლეგებს. ბატონი ლევანი გახლდათ სამაგალითო კოლეგა, იგი მრავალი წლის მანძილზე ღირსეულად და მაღალი პროფესიონალიზმით ასრულებდა სამოსამართლო საქმიანობას. მისი მოულოდნელი გარდაცვალება დიდი დანაკარგია მთლიანად სასამართლო სისტემისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ლევან ბარდაველიძე დაიბადა 1967 წელს თერჯოლაში. მოსამართლის კარიერა მან 2000 წელს დაიწყო. წლების განმავლობაში ის ხელმძღვანელობდა სხვადასხვა სახელმწიფო დეპარტამენტს. ის ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო 2020 წლის დეკემბრიდან.
ყველა ახალი ამბავი
0