ხანმოკლე წვიმა და ელჭექი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

© photo: Sputnikწვიმა ბათუმში
წვიმა ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2022
გამოწერა
დედაქალაქში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერი 34 გრადუსამდე გათბება.
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. სინოპტიკოსები 1 აგვისტომდე საქართველოს ცალკეულ რაიონებში ხანმოკლე წვიმასა და ელჭექს პროგნოზირებენ. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +26, +31 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +34, მთაში +25, +30, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში +21, +26 გრადუსი დაფიქსირდება.
რაც შეეხება დედაქალაქს, ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსამდე მოიმატებს.
ყველა ახალი ამბავი
0