https://sputnik-georgia.com/20220725/vtb-bank-georgia-iyideba-seb-is-gancxadeba-268854189.html
იყიდება თუ არა VTB Bank Georgia: ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა
იყიდება თუ არა VTB Bank Georgia: ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა
Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი გარიგებაზე თანხმობას მხოლოდ ერთ შემთხვევაში გასცემს. 25.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-25T16:34+0400
2022-07-25T16:34+0400
2022-07-25T20:29+0400
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/01/264885141_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_d33d10a9c874c0c5637523581b3019f1.jpg
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. რუსული VTB Bank-ის შვილობილი VTB Bank Georgia-ს ყიდვის მსურველებს ჯერჯერობით საქართველოს ეროვნული ბანკისთვის (სებ-ი) არ მოუმართავთ, ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.უფრო ადრე ქართულ მასმედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ VTB Bank Georgia-ს ქართული წარმომავლობის რუსი ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ყიდულობს. ცოტა ხნის წინ მან რიყის პარკში ცნობილი „დოქები" შეისყიდა.სებ-ში განაცხადეს, რომ ნებისმიერი გარიგება იქნება გამჭვირვალე, საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი.„გამომდინარე იქიდან, რომ „ვითიბი ბანკი" არის სანქცირებული აშშ ხაზინის დეპარტამენტის მიერ, შესაბამისად, მის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგება მხარეებმა უნდა შეათანხმონ აშშ ხაზინის დეპარტამენტთან. ეროვნული ბანკი მხოლოდ ამ თანხმობის შემთხვევაში გასცემს თანხმობას ტრანზაქციაზე", – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.„ვითიბი ბანკის" კლიენტებს, ფიზიკურ პირებს 27 თებერვლიდან ემსახურება "ბაზისბანკი", იურიდიული პირების დეპოზიტები და კრედიტები "ლიბერთი ბანკს" გადაეცა, რომელმაც ამ პირების მომსახურება 3 მარტიდან დაიწყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/01/264885141_348:0:3077:2047_1920x0_80_0_0_56e64bc461bbd639927100940c9c7695.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები, საქართველო
იყიდება თუ არა VTB Bank Georgia: ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა
16:34 25.07.2022 (განახლებულია: 20:29 25.07.2022) საქართველოს ეროვნული ბანკი გარიგებაზე თანხმობას მხოლოდ ერთ შემთხვევაში გასცემს.
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. რუსული VTB Bank-ის შვილობილი VTB Bank Georgia-ს ყიდვის მსურველებს ჯერჯერობით საქართველოს ეროვნული ბანკისთვის (სებ-ი) არ მოუმართავთ, ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
უფრო ადრე ქართულ მასმედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ VTB Bank Georgia-ს ქართული წარმომავლობის რუსი ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ყიდულობს. ცოტა ხნის წინ მან რიყის პარკში ცნობილი „დოქები" შეისყიდა.
„ჩვენთვის ცნობილია, რომ „ვითიბი ბანკის" ყიდვასთან დაკავშირებით არაერთი ინტერესი არსებობს, თუმცა ოფიციალურად ეროვნულ ბანკში ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა. საჯაროდ კონკრეტული კომპანიებისა და გვარების გაცხადების უფლება ამ ეტაპზე არ გვაქვს", – ნათქვამია განცხადებაში.
სებ-ში განაცხადეს, რომ ნებისმიერი გარიგება იქნება გამჭვირვალე, საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი.
„გამომდინარე იქიდან, რომ „ვითიბი ბანკი" არის სანქცირებული აშშ ხაზინის დეპარტამენტის მიერ, შესაბამისად, მის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგება მხარეებმა უნდა შეათანხმონ აშშ ხაზინის დეპარტამენტთან. ეროვნული ბანკი მხოლოდ ამ თანხმობის შემთხვევაში გასცემს თანხმობას ტრანზაქციაზე", – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
„ვითიბი ბანკის" კლიენტებს, ფიზიკურ პირებს 27 თებერვლიდან ემსახურება "ბაზისბანკი", იურიდიული პირების დეპოზიტები და კრედიტები "ლიბერთი ბანკს" გადაეცა, რომელმაც ამ პირების მომსახურება 3 მარტიდან დაიწყო.