თბილისში ალექსანდრე დიუმას იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

© courtesy of Griboedov Drama Theaterალექსანდრე დიუმა
ალექსანდრე დიუმა - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2022
გამოწერა
ფილმის ჩვენების შემდეგ მოწვეული სტუმრებისთვის მუსიკალური ნომრები შესრულდა.
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. აბრეშუმის ფაბრიკის თეატრში ფრანგი მწერლის ალექსანდრე დიუმას იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2".
ღონისძიება ალექსანდრე დიუმას დაბადების 220 და მისი საქართველოში მოგზაურობის 165 წლისთავს მიეძღვნა.
ღონისძიებაზე კულტურის სამინისტროს კონკურსში გამარჯვებული გიორგი ჭუმბურიძის მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „მუშკეტერის თბილისი" აჩვენეს.
ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. შემოსული თანხა გარდაცვლილი მსახიობის ნიკოლოზ ქაცარიძის ოჯახს გადაეცემა. ქაცარიძემ ფილმში ალექსანდრე დიუმას როლი შეასრულა.
ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, აბრეშუმის ფაბრიკის სტუდიის თეატრი.
„ქართველები უნაკლო ხალხია“, ანუ დიუმას თავგადასავალი საქართველოში>>
ალექსანდრე დიუმა (Alexandre Dumas, 1802–1870) – ფრანგი მწერალი, დრამატურგი, ჟურნალისტი. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული და ცნობილი მწერალი, რომლის ნაწარმოებები პოპულარობით ერთ-ერთი პირველია: „სამი მუშკეტერი", „ოცი წლის შემდეგ", „ვიკონტ დე ბრაჟელონი: ათი წლის შემდეგ", „გრაფი მონტე-კრისტო", „დედოფალი მარგო", „გრაფინია დე მონსორო", „შავი ტიტა" და სხვ. მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულია არაერთი კინოფილმი.
ალექსანდრე დიუმამ 1858 წელს რუსეთის იმპერიაში მრავალთვიანი მოგზაურობა დაიწყო და საქართველოსაც ეწვია. თბილისში ის ბაქოს გავლით ჩამოვიდა. მისმა ჩანაწერებმა, რომლებიც შემდგომ წიგნ „კავკასიად“ იქცა, საქართველოს ისტორია და გეოგრაფია, ქართველების ყოფა-ცხოვრება და ზნე-ჩვეულებანი საფუძვლიანად გააცნო მსოფლიოს.
ყველა ახალი ამბავი
0