https://sputnik-georgia.com/20220725/siemens-gazprom-268849420.html
Siemens-მა „გაზპრომს“ ტურბინის საექსპორტო ლიცენზია გადასცა
Siemens-მა „გაზპრომს“ ტურბინის საექსპორტო ლიცენზია გადასცა
Sputnik საქართველო
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. კომპანია Siemens-მა „გაზპრომს“ კანადის მიერ გაცემული საექსპორტო ლიცენზია გაუგზავნა, რომელიც „გაზპრომს“ „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის... 25.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-25T15:19+0400
2022-07-25T15:19+0400
2023-07-20T15:45+0400
მსოფლიო დღეს
კანადა
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24735/01/247350157_0:121:3209:1926_1920x0_80_0_0_1c30c737a998ece1977c16d70e9daf40.jpg
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. კომპანია Siemens-მა „გაზპრომს“ კანადის მიერ გაცემული საექსპორტო ლიცენზია გაუგზავნა, რომელიც „გაზპრომს“ „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის ტურბინის შეკეთების, მოვლისა და ტრანსპორტირების უფლებას ანიჭებს, წერს გაზეთი „კომერსანტი“.მანამდე „გაზპრომმა“ სამჯერ მიმართა Siemens-ს თხოვნით, მიეწოდებინა ეს დოკუმენტი, რომელიც კანადის სანქციების რეჟიმიდან ტურბინის ამოღებას ადასტურებდა. კომპანიის განცხადებით, მათ სანქციების მოხსნის შესახებ არანაირი საბუთი არ ჰქონდათ ხელთ.საბოლოოდ, გამოცემის ცნობით, ლიცენზია „გაზპრომს“ 24 ივლისს გადაეცა, თუმცა იმის გამო, რომ დოკუმენტი დაგვიანდა, ტურბინა ვერ მოხვდა ბორანზე, რომელიც გერმანიიდან ჰელსინკიში 23 ივლისს უნდა გასულიყო.იმ შემთხვევაში, თუ მხარეები წარმატებით გაცვლიან დოკუმენტებს, ტურბინის ტრანსპორტირება შესაძლოა უახლოეს დღეებში განხორციელდეს.ამასთან „კომერსანტის“ წყაროები ეჭვობენ, რომ ტურბინის მიწოდების შემდეგ „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ით გაზის გადაქაჩვა მაინც არ გაიზრდება, ვინაიდან შეკეთებას კიდევ რამდენიმე ტურბინა საჭიროებს. „გაზპრომის“ ამჟამინდელი განცხადებებიდან ირკვევა, რომ სადგურ „პორტოვაიაზე“ ამჟამად ცხრიდან მხოლოდ სამი A65 ტურბინა მუშაობს.Siemens Energy-ს მიერ გაცემული ლიცენზიის მიხედვით, 2024 წლის ბოლომდე კანადაში კიდევ ხუთი დანადგარის გაგზავნაა ნებადართული.წყარო: Kommersant
კანადა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24735/01/247350157_240:0:2969:2047_1920x0_80_0_0_c609c6ab0badd27d2066e51e008ad507.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კანადა , რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მსოფლიოს ახალი ამბები
კანადა , რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. კომპანია Siemens-მა „გაზპრომს“ კანადის მიერ გაცემული საექსპორტო ლიცენზია გაუგზავნა, რომელიც „გაზპრომს“ „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის ტურბინის შეკეთების, მოვლისა და ტრანსპორტირების უფლებას ანიჭებს, წერს გაზეთი „კომერსანტი“.
მანამდე „გაზპრომმა“ სამჯერ მიმართა Siemens-ს თხოვნით, მიეწოდებინა ეს დოკუმენტი, რომელიც კანადის სანქციების რეჟიმიდან ტურბინის ამოღებას ადასტურებდა. კომპანიის განცხადებით, მათ სანქციების მოხსნის შესახებ არანაირი საბუთი არ ჰქონდათ ხელთ.
საბოლოოდ, გამოცემის ცნობით, ლიცენზია „გაზპრომს“ 24 ივლისს გადაეცა, თუმცა იმის გამო, რომ დოკუმენტი დაგვიანდა, ტურბინა ვერ მოხვდა ბორანზე, რომელიც გერმანიიდან ჰელსინკიში 23 ივლისს უნდა გასულიყო.
იმ შემთხვევაში, თუ მხარეები წარმატებით გაცვლიან დოკუმენტებს, ტურბინის ტრანსპორტირება შესაძლოა უახლოეს დღეებში განხორციელდეს.
ამასთან „კომერსანტის“ წყაროები ეჭვობენ, რომ ტურბინის მიწოდების შემდეგ „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ით გაზის გადაქაჩვა მაინც არ გაიზრდება, ვინაიდან შეკეთებას კიდევ რამდენიმე ტურბინა საჭიროებს. „გაზპრომის“ ამჟამინდელი განცხადებებიდან ირკვევა, რომ სადგურ „პორტოვაიაზე“ ამჟამად ცხრიდან მხოლოდ სამი A65 ტურბინა მუშაობს.
Siemens Energy-ს მიერ გაცემული ლიცენზიის მიხედვით, 2024 წლის ბოლომდე კანადაში კიდევ ხუთი დანადგარის გაგზავნაა ნებადართული.