მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მაღაზიებს კარის ღიად დატოვებას აუკრძალავენ: მთავრობა დეკრეტს ამზადებს

  - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2022
გამოწერა
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საფრანგეთის ხელისუფლება ამ დღეებში აპირებს გამოსცეს ბრძანება, რომელიც მაღაზიების მფლობელებს კარის დახურვას აიძულებს, იუწყება BBC.
გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზიებს კარის ღიად დატოვება ჩართული კონდიციონერების შემთხვევაში აეკრძალებათ.
როგორც ირკვევა, ეს იმისთვის გაკეთდება, რომ ქვეყანამ ამ გზით ენერგიის დაკარგვა აიცილოს თავიდან, რომელიც ევროპაში მკვეთრად გაძვირდა რუსეთის ჯარების უკრაინაში შესვლის შემდეგ.
ამავე მიზნით შეიზღუდება ნეონის განათების გამოყენების დროც — შუქ-რეკლამის აბრების ჩართვა ღამის პირველიდან დილის ექვს საათამდე იქნება შესაძლებელი.
ახალი დეკრეტის თანახმად, მაღაზიები, რომლებსაც ჩართული კონდიციონერების (ზამთარში კი გათბობის) ფონზე კარი ღია ექნებათ, ან განათებას დროულად არ გამორთავენ, 750 ევროთი დაჯარიმდებიან.
ამასთან აღინიშნება, რომ ნეონის განათებაზე დაწესებული აკრძალვები არ შეეხება აეროპორტებსა და ვაგზლებს.
წყარო: BBC
ყველა ახალი ამბავი
0