https://sputnik-georgia.com/20220725/rumineti-gvalva-268839197.html
„ღმერთო, მოგვეცი წვიმა“: გვალვის შესაწყვეტად მონასტერი საწვიმარ ლოცვებს აღავლენს
„ღმერთო, მოგვეცი წვიმა“: გვალვის შესაწყვეტად მონასტერი საწვიმარ ლოცვებს აღავლენს
Sputnik საქართველო
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. რუმინეთის ერთ-ერთი მონასტრის მღვდელმსახურები წირვა-ლოცვას აღავლენენ, რათა გვალვა შეწყდეს და წვიმა წამოვიდეს, იუწყება Reuters-ი. 25.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-25T10:41+0400
2022-07-25T10:41+0400
2023-07-20T15:45+0400
მსოფლიო დღეს
რუმინეთი
საზოგადოება
რელიგია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24862/39/248623911_0:42:1920:1122_1920x0_80_0_0_d00d208b74ab6d0ba4ef7616315a3184.jpg
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. რუმინეთის ერთ-ერთი მონასტრის მღვდელმსახურები წირვა-ლოცვას აღავლენენ, რათა გვალვა შეწყდეს და წვიმა წამოვიდეს, იუწყება Reuters-ი.გასულ კვირაში ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა, რის გამოც რუმინეთის ასობით სოფელში წყალი დაშრა. მარცვლეულის ექსპორტიორ ქვეყანაში ნათესები ნადგურდება.რუმინეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მღვდელმსახურებს მოუწოდა, აღევლინათ ტრადიციული „საწვიმარი ლოცვები“. პანტოკრატორის მონასტერში წირვას დაახლოებით ასამდე ადგილობრივიც შეუერთდა.როგორც ერთ-ერთი მათგანი, 81 წლის იულია კოლეასა ამბობს, ასეთი გვალვა მას არასდროს უნახავს.პანტოკრატორის მონასტრის ერთ-ერთი მღვდელმსახურის თქმით, გვალვა მხოლოდ ამ ტერიტორიაზე კი არა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მძვინვარებს. ძლიერი სიცხეების გამო მდინარე დუნაიში წყლის დონე ამ დროისათვის ჩვეულებრივზე სამჯერ დაბალია.აღინიშნება, რომ რუმინეთის 20 მილიონიანი მოსახლეობის 40%-ზე მეტი სოფლებში ცხოვრობს. მათი დიდი ნაწილი ნატურალური მეურნეობითაა დაკავებული, ქვეყანას კი უზარმაზარი ინვესტიციები ესაჭიროება ინფრასტრუქტურის — გზების, წყალსადენებისა და ირიგაციული სისტემების მოსაწყობად.ამასთან რუმინეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა მომავალი კვირის ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მოსალოდნელია ძლიერი წვიმები, თუმცა იქვე დაამატა, რომ ანომალიური სიცხეებიც შენარჩუნდება.წყარო: Reuters
რუმინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24862/39/248623911_184:0:1736:1164_1920x0_80_0_0_768c5dd56b6be2a6d558f3ff09ceaea5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუმინეთი, საზოგადოება, რელიგია, მსოფლიოს ახალი ამბები
რუმინეთი, საზოგადოება, რელიგია, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. რუმინეთის ერთ-ერთი მონასტრის მღვდელმსახურები წირვა-ლოცვას აღავლენენ, რათა გვალვა შეწყდეს და წვიმა წამოვიდეს, იუწყება Reuters-ი.
გასულ კვირაში ჰაერის ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა, რის გამოც რუმინეთის ასობით სოფელში წყალი დაშრა. მარცვლეულის ექსპორტიორ ქვეყანაში ნათესები ნადგურდება.
რუმინეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მღვდელმსახურებს მოუწოდა, აღევლინათ ტრადიციული „საწვიმარი ლოცვები“. პანტოკრატორის მონასტერში წირვას დაახლოებით ასამდე ადგილობრივიც შეუერთდა.
როგორც ერთ-ერთი მათგანი, 81 წლის იულია კოლეასა ამბობს, ასეთი გვალვა მას არასდროს უნახავს.
„ბავშვები გვყავს, საქონელი გვყავს. ვცდილობთ პომიდორი დავთესოთ ბოსტნებში, მაგრამ ხმება და საჭმელი არაფერი გვაქვს. ღმერთო, მოგვეცი წვიმა, არ მიგვატოვო“, — ამბობს ქალი.
პანტოკრატორის მონასტრის ერთ-ერთი მღვდელმსახურის თქმით, გვალვა მხოლოდ ამ ტერიტორიაზე კი არა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მძვინვარებს. ძლიერი სიცხეების გამო მდინარე დუნაიში წყლის დონე ამ დროისათვის ჩვეულებრივზე სამჯერ დაბალია.
აღინიშნება, რომ რუმინეთის 20 მილიონიანი მოსახლეობის 40%-ზე მეტი სოფლებში ცხოვრობს. მათი დიდი ნაწილი ნატურალური მეურნეობითაა დაკავებული, ქვეყანას კი უზარმაზარი ინვესტიციები ესაჭიროება ინფრასტრუქტურის — გზების, წყალსადენებისა და ირიგაციული სისტემების მოსაწყობად.
ამასთან რუმინეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა მომავალი კვირის ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მოსალოდნელია ძლიერი წვიმები, თუმცა იქვე დაამატა, რომ ანომალიური სიცხეებიც შენარჩუნდება.