ძალოვან სტრუქტურებს შორის მსოფლიო ოლიმპიადა - ქართველმა პოლიციელებმა ოქროს მედლები აიღეს

© Pixabay / ZOE-Animation-Studioშტანგა
შტანგა - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2022
გამოწერა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ქალაქ როტერდამში მიმდინარე ძალოვან სტრუქტურებს შორის მსოფლიო ოლიმპიადაში მონაწილეობას განაგრძობენ.
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნიდერლანდის ქალაქ როტერდამში სხვადასხვა ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ ოლიმპიადაზე - „პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიური თამაშები - 2022" ოქროს მედლები მოიპოვეს.
უწყების ცნობით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე ძალისმიერ წოლჭიმში 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ადგილზე გავიდა და ოქროს მედალი მოიპოვა.
სპორტის ამავე სახეობაში ასევე ოქროს მედალი მოიპოვა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა ლევან გილიგაშვილმა, რომელიც 83 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
უნდა აღინიშნოს, რომ თეიმურაზ კალანდაძესა და ლევან გილიგაშვილს არაერთი საერთაშორისო ტიტული აქვთ მოპოვებული. ისინი საქართველოს, ევროპის და აზიის მრავალგზის ჩემპიონები არიან.
ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის ქალაქ როტერდამში მიმდინარე მსოფლიო ოლიმპიადაში, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობას აერთიანებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა წარმომადგენლები მონაწილეობას განაგრძობენ შესაბამის სახეობებსა და წონით კატეგორიებში.
ყველა ახალი ამბავი
0