https://sputnik-georgia.com/20220725/kobaxidze-sanqciebi-tavad-araxamias-elodeb-268871272.html
კობახიძე: სანქციები თავად არახამიას ელოდება
კობახიძე: სანქციები თავად არახამიას ელოდება
Sputnik საქართველო
დავით არახამია „ქართული ოცნებას“ ურჩევს ტონი შეარჩიოს, რადგან სანქციები, შესაძლოა, პოლიტიკოსებსაც დაუწესდეთ. 25.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-25T23:41+0400
2022-07-25T23:41+0400
2022-07-25T23:41+0400
საქართველო
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625575_0:192:2400:1542_1920x0_80_0_0_a1ae7acc93168cd23e893baa2fe64fc8.jpg
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. სანქციები ელოდება თავად პარტია„სლუგა ნაროდას“ („ხალხის მსახური“) ლიდერ დავით არახამიას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.კობახიძემ ასეთი კომენტარი გააკეთა არახამიას განცხადებაზე იმის თაობაზე, რომ საქართველოს მართავს ერთი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი და მას დასავლეთის სანქციები ელოდება. უკრაინელი პოლიტიკოსის თქმით, სანქციები ელოდება ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოსსაც.ივანიშვილთან დაკავშირებით არახამიამ ასევე განაცხადა, რომ თუ იგი თავისი ნებით არ წავა, მაშინ ხალხის მოთმინების ფიალა აივსება და შეიძლება რევოლუციური სცენარი განვითარდეს.უკრაინელი დეპუტატის, მმართველი პარტია „სლუგა ნაროდას“ („ხალხის მსახური“) ლიდერის განცხადებაზე - „კობახიძის მამა „კაკებეშნიკია“ კომენტარისას, კობახიძემ განაცხადა, რომ „არახამია არ არის კაცი“.2021 წლის დასაწყისში ივანიშვილმა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მან მაშინ განაცხადა, თავის მისიას შესრულებულად თვლის და ცხოვრების ჩვეულ წესს უბრუნდება. მიუხედავად ამისა, ოპოზიცია აცხადებს, რომ ივანიშვილი ქვეყანას დღესაც კულისებიდან მართავს. აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს ბევრი ევროპარლამენტარი.9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო კრიტიკული რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით, რომელშიც სხვა პუნქტებთან ერთად საუბარია ივანიშვილის დესტრუქციულ როლზე. დოკუმენტის თანახმად, ივანიშვილი ერთადერთი ოლიგარქია საქართველოში, რომელსაც კრემლთან პირადი და საქმიანი კავშირები აქვს, რაც განსაზღვრავს საქართველოს ხელისუფლების პოზიციას რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებთან დაკავშირებით.ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშვნის გამო ისედაც დაძაბული ქართულ-უკრაინული ურთიერთობები უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების ფონზე კიდევ უფრო გამწვავდა. უკრაინული მხარე საქართველოს ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე უარის გამო.მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ უკრაინის მაღალი თანამდებობის პირები საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ. „ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით, საქართველოში ანალოგიური მცდელობა აქვს „ნაცმოძრაობას“ და მის მომხრეებს.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625575_176:164:2090:1600_1920x0_80_0_0_7d4dcab3b1cef72838094a0caf23ef22.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
კობახიძე: სანქციები თავად არახამიას ელოდება
დავით არახამია „ქართული ოცნებას“ ურჩევს ტონი შეარჩიოს, რადგან სანქციები, შესაძლოა, პოლიტიკოსებსაც დაუწესდეთ.
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. სანქციები ელოდება თავად პარტია„სლუგა ნაროდას“ („ხალხის მსახური“) ლიდერ დავით არახამიას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ ასეთი კომენტარი გააკეთა არახამიას განცხადებაზე იმის თაობაზე, რომ საქართველოს მართავს ერთი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი და მას დასავლეთის სანქციები ელოდება. უკრაინელი პოლიტიკოსის თქმით, სანქციები ელოდება ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოსსაც.
ივანიშვილთან დაკავშირებით არახამიამ ასევე განაცხადა, რომ თუ იგი თავისი ნებით არ წავა, მაშინ ხალხის მოთმინების ფიალა აივსება და შეიძლება რევოლუციური სცენარი განვითარდეს.
„ყველამ კარგად იცის, ეს ადამიანი ვინ არის. რაც შეეხება სანქციებს, ერთადერთი, ვის მიმართაც ვფიქრობ, რომ ამოქმედდება სანქციები, ეს არის თავად არახამია და მას სანქციას დაუწესებს უკრაინელი ხალხი იმ ყველაფრის გამო, რაც მან მოუტანა უკრაინას. არახამია არის ძალიან ბევრ რამეზე პასუხისმგებელი და ამას ყველაფერს შეაფასებს პირველ რიგში უკრაინელი ხალხი“, - განაცხადა კობახიძემ.
უკრაინელი დეპუტატის, მმართველი პარტია „სლუგა ნაროდას“ („ხალხის მსახური“) ლიდერის განცხადებაზე - „კობახიძის მამა „კაკებეშნიკია“ კომენტარისას, კობახიძემ განაცხადა, რომ „არახამია არ არის კაცი“.
2021 წლის დასაწყისში ივანიშვილმა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მან მაშინ განაცხადა, თავის მისიას შესრულებულად თვლის და ცხოვრების ჩვეულ წესს უბრუნდება. მიუხედავად ამისა, ოპოზიცია აცხადებს, რომ ივანიშვილი ქვეყანას დღესაც კულისებიდან მართავს. აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს ბევრი ევროპარლამენტარი.
9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო კრიტიკული რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით, რომელშიც სხვა პუნქტებთან ერთად საუბარია ივანიშვილის დესტრუქციულ როლზე. დოკუმენტის თანახმად, ივანიშვილი ერთადერთი ოლიგარქია საქართველოში, რომელსაც კრემლთან პირადი და საქმიანი კავშირები აქვს, რაც განსაზღვრავს საქართველოს ხელისუფლების პოზიციას რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებთან დაკავშირებით.
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშვნის გამო ისედაც დაძაბული ქართულ-უკრაინული ურთიერთობები უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების ფონზე კიდევ უფრო გამწვავდა. უკრაინული მხარე საქართველოს ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე უარის გამო.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ უკრაინის მაღალი თანამდებობის პირები საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ. „ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით, საქართველოში ანალოგიური მცდელობა აქვს „ნაცმოძრაობას“ და მის მომხრეებს.